ლარჭემი//სოინარი — ლერწმის ქართული მრავალღეროვანი (ძირითადად, ექვსღეროვანი) სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლარჭემი, წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“), გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“). ღერები სხვადასხვა სიგრძისა აქვს. საკრავი მრავალხმიანია, მაგრამ ტექნიკურად შეზღუდული. საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისაგან.

ყოველ მილს თავისი სახელწოდება აქვს: „კრიმანჭული“, „მოძახილი“, „გადატანილი“, „წყება“, „საშუალო“, „ბანი“ (გურია); „მეჭიფაშე“, „მაჭყაფალი“, „მაღალი“, „მაბანე“, „მეშხუაშე“ (სამეგრელო). ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და გამოხატავს არა ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას. ღეროები ლერწმისა, ზევით ღია, სადაც შემსრულებელი ჩაბერავს, ხოლო ქვედა ბოლო წაკვეთილი, რაოდენობაა 5-6, სიგრძე - სხვადასხვა. ღეროები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი ღეროები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ასეთი განლაგება დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაცული და მსოფლიოს სხვა ხალხებში ცნობილმრავალღერიან საკრავთა შორის ანალოგი არ ეძებნება. ლარჭემის ლერწამს ჭრიან ივლისის ბოლოს, უფრო ადრე მოჭრილი ნესტიანია და საკრავს კარგი ხმა არ ექნება. ლერწმის ერთი ღერო საკმარისია საკრავის ყველა მილის დასამზადებლად. ყოველი მილისათვის მცენარის ერთი მუხლი გამოიყენება. მილის სისქეში განსხვავება არ ასრულებს არსებით როლს, რადგან ბგერის სიმაღლე ღეროში არსებული ჰაერის სვეტის სიმაღლეზეა დამოკიდებული, რისი ცოდნაც ემპირიული გზით არის მიგნებული ხალხური შემსრულებლის მიერ. ამიტომ ბგერის სიმაღლის რეგულირება ხდება ღეროს სიგრძით. ღეროების სიგრძე რეგულირდება სმენით. ლარჭემზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდებოდა. უკრავდნენ საცეკვაოებსაც ქორწილსა თუ სხვა დღეობებში. სამეგრელოში არსებობდა მელარჭემეთა შეჯიბრების წესი - „ნირზი“, რომლის დროსაც ორი მელარჭემე ექვსღერიან ლარჭემს შუაზე ყოფდა და ერთმანეთს გამძლეობასა და ოსტატურად შესრულებაში ეპაექრებოდა. ცნობილია აგრეთვე, რომ სოფ. ჩქვალერში (წალენჯიხის რაიონი, დიდ ხუთშაბათს, ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ ლარჭემის, დაირის და სპილენძის ბუკის (ოყელია) დაკვრით. ეს საკრავი სახალხო დღესასწაულებზე, სოფლის ლხინებსა და ქორწილებშიც ჟღერდა. გურიაში სოინარი სასიგნალოდაც გამოიყენებოდა. კვერნაზე სანადიროდ წამსვლელი სხვადასხვა სოფლის მონადირეები სოინარის დაკვრით აძლევდნენ ნიშანს ერთმანეთს. ხშირად ფრინველების გალობასაც ბაძავდნენ. ყოფილან სოინარის ისეთი ოსტატები, რომლებსაც დაკვრაზე ბულბულიც გამოეპასუხებოდა ხოლმე. ეს საკრავი ამჟამად ყოფიდან თითქმის გამქრალია.

სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება 21 ღერიანი სალამური ლარჭემის სახელწოდებით, რომლის მილები განლაგებულია სიგრძის მიხედვით. სოინარის დამზადება შთამომავლობით გადადიოდა გურიასა და სამეგრელოში. ამ საკრავის გაკეთებასა და დაკვრის ტექნიკას მამა-პაპანი ასწავლიდნენ შვილებს. ამ გზით ეს საკრავი დღემდე შემოინახა გურიასა და სამეგრელოში. ზოგჯერ რამდენიმე სოინარის (ორი, ოთხი) ხმას შეაუღლებდენენ. ოთხი ექვსლულიანი სოინარი ხშირად გამოიყენებოდა ქორწილში, ლხინსა და ცეკვა-თამაშის დროს. ლარჭემზე, დაირასა და სვანურ ჭიანურზე (ჭუნირ) ზოგჯერ ერთდროულად უკრავდნენ. სოფელ ჩქვალეთში დიდ ხუთშაბათს ხალხი წირვის შემდეგ კარდაკარ დადიოდა, მღეროდა და თან ლარჭემზე უკრავდა. ეს უკანასკნელი შეუღლებული იყო დაირასა და ხის ან სპილენძის საყვირთან. გურია-სამეგრელოში ლარჭემზე დამკვრელები ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულად ის მუსიკოსი ითვლებოდა, რომელიც უფრო მეტ ხანს დაუკრავდა. ხშირად იმარჯვებდა ხოლმე პატარა სოინარზე დამკვრელი, ვინაიდან პატარა სოინარი ნაკლებ სუნთქვასა და მოძრაობას საჭიროებდა, რაც ფიზიკურად იოლად დასაძლევია.

ქართული მრავალღერიანი სალამური შედგება სხვადასხვა სიგრძის ექვსი მილისაგან. თითოეული მილი გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას. მილები შეკრულია კანაფით და ხის ქერქით. მეგრულ ლარჭემსა და გურულ სოინარს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. გურული სოინარი უფრო მინიატურულია, მეგრული ლარჭემი შედარებით დიდია.

მილები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი მილები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ეს გამომუშავებული კონსტრუქციული ფორმა, დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაკანონებული. ასეთი კონსტრუქცია უაღრესად იშვიათია, თუ არ ვიტყვით, რომ ერთადერთია ყველა ცნობილ მრავალღერიან სალამურთა შორის, რომელთა მილები თანმიმდევრულად სიგრძის მიხედვით არის დალაგებული.

სოინარი შედგება ლერწმის ექვსი სალამურის ანუ ლულისაგან. პირველ ლერწმად უგრძესი ითვლება, რომელიც ყველაზე ბოხ ხმას გამოსცემს. მას გურიაში დიდი ბანი ჰქვია, ხოლო სამეგრელოში - მებანე. მეორე ლულად მის მარცხნივ მოთავსებული ლერწამი იწოდება. იგი პირველზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას საშუალო და პატარა ბანი ჰქვია, სამეგრელოში კი მებანე. მესამე ლულას, პირველის მარჯვნივ მდებარეს, შევსებულ ლულას ეძახიან. ის მეორეზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას მესამე ხმა ეწოდება და დამწყები ხმის მოვალეობას ასრულებს. მას კიდევ გიმაჭყაფური, ანუ გემაჭყაფალი ჰქვია სამეგრელოში. მეოთხე ლულად მეორის მარცხნივ მოთავსებულ ლულას თვლიან. იგი მესამეზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. მას გურიაში მეოთხე ხმაც ჰქვია და გადატანილიც, სამეგრელოში კი მეჭიფაში ეწოდება. ჭიფე მაღალ პირველ ხმას ნიშნავს, ამიტომ მეჭიფაში, რომელიც მებანის მსგავსად არის ნაწარმოები, მეწვრილეს უდრის, ე.ი. წვრილი ხმის გამომცემია. მეხუთე ლულა მესამის გვერდით არის მოთავსებული. მას გურიაში მეხუთე ხმას, ანუ მოძახილს უწოდებენ. სამეგრელოში ამ ლერწამსაც გემაჭყაფალი, ე.ი. დამწყები ჰქვია. მეექვსე ლულა მარცხნივ განლაგებული უკანასკნელი ლერწამია. იგი ყველაზე მოკლეა და უწვრილეს ხმას გამოსცემს. გურიაში მას მეექვსე ხმას, ან კრიმანჭულს უწოდებენ. ზოგნი ამ მილსაც მოძახილს ეძახიან. სოინარის დამკვრელები პირველ გრძელ ლულას ბანად თვლიან და მთელი საკრავის ძირითად ლერწმად მიიჩნევენ. მესამე ლულა წყებაა, მეხუთე მოძახილი, მეექვსე კრიმანჭული.

ხმოვანება

რედაქტირება

ლარჭემის (სოინარის) დიაპაზონია ტონ-ნახევარტონიანი. ჩაბერვა ხდება ერთდროულად ორ მილში. ასეთი ჩაბერვით მიიღება ტერციები. სოინარი შემსრულებელს უჭირავს ვერტიკალურად, (ბგერის გამოცემა ჩაბერვით ხდება). "დაკვრის წინ", სამეგრელოშიც და გურიაშიც საკრავის მილებს ნახევარი საათით წყლით შეავსებდნენ, რათა საკრავს სუფთა ბგერები ჰქონოდა. როგორც ჩანს, ეს არის პროფილაქტიკური საშუალება იმისათვის, რომ მილები არ დაიბზაროს. ამის შემდეგ იგი წმინდა, მკაფიო ხმას გამოსცემდა. მრავალღერიან სალამურზე შემსრულებლებად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები. ლარჭემსა და სოინარზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. ქართული მრავალღერიანი სალამური ძირითადად დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან, ხოლო მისი გამოყენება ქორწილში და ხატობა-დღეობებში გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს. სამეგრელოში ლარჭემი მწყემსების საკრავს წარმოადგენს. მწყემსები ლარჭემზე დაკვრით თავიანთ ჯოგს თავს უყრიდნენ.

სამეგრელოში არსებობს სამი სხვადასხვაგვარი ჰანგი, ერთი, რომლითაც ჯოგი მიჰყავთ საძოვარზე, მეორე, რომელსაც ასრულებენ დაბრუნებისას და მესამე, რომელსაც მწყემსი ასრულებს, როცა ჯოგს აძოვებს. მწყემსების თქმით, ამ ჰანგის დაკვრაზე ჯოგი უკეთესად ძოვს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ლარჭემზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდება, რომლებიც მწყემსის შრომის სხვადასხვა პროცესთანაა დაკავშირებული. ანალოგიური ფაქტები საქართველოს სხვა კუთხეებშიც დასტურდება. ლარჭემზე სამეგრელოში უკრავდნენ ქორწილებში, დღეობებში. გურიაში სოინარი წარმოადგენდა სასიგნალო საკრავს. ამ საკრავის ხმაზე იკრიბებოდნენ სხვადასხვა სოფლის მონადირეები, რომლებიც კვერნაზე სანადიროდ მიდიოდნენ.

გურიაში ყოფილან სოინარზე ისეთი ოსტატი-შემსრულებლები, რომელთაც ბულბული შეჰყავდათ შეცდომაში. თურმე ბულბული გამოეპასუხებოდა მათ დაკვრის დროს. ჩასაბერი საკრავები, განსაკუთრებით ლერწმის სალამურები, სხვადასხვა ხალხში აღიარებულია მწყემსის ატრიბუტად. საკრავის ფორმის გამომუშავება დაკავშირებულია ორხმიანად შესრულების ტრადიციასთან, ხოლო ეს უკანასკნელი, განაპირობა დასავლეთ საქართველოს კუთხეებში გაბატონებულმა მრავალხმიანობის ფორმამ, კომპლექსურმა მრავალხმიანობამ.

მუსიკალურ-საშემსრულებლო შესაძლებლობანი

რედაქტირება

ლარჭემი (სოინარი) შემსრულებელს უჭირავს ვერტიკალურად. ბგერის გამოცემა ჩაბერვით ხდება. დაკვრის წინ, სამეგრელოშიც და გურიაშიც, საკრავის მილებს ნახევარი საათით წყლით შეავსებდნენ, რათა საკრავს სუფთა ბგერები ჰქონოდა.

ლარჭემის
ბგერები
აბსოლუტური
სიმაღლე
ჰერცებში
შესაბამის ბგერათა
აბსოლუტური სიმაღლე
სუფთა წყობაში
ლარჭემისა და სოინარის
ბგერათა სიმაღლის გადარა
შესაბამის ბგერათაგან
სუფთა წყობაში
dis2
eis2
fis2
gis2
a2
h2
613
701
734
830
903
1008
622,4
687,4
742,4
825
880
990
-9,4
+13,6
-8,6
+5
+23
+18
d2
es2
f2
ges2
as2
bes2
853
606
716
739
863
903
586,6
633,6
704
760
744,8
900,8
-3,6
-22,4
+12
-21
+18,2
+23
სოინარის
ბგერები
აბსოლუტური
სიმაღლე
ჰერცებში
შესაბამის ბგერათა
აბსოლუტური სიმაღლე
სუფთა წყობაში
ლარჭემისა და სოინარის
ბგერათა სიმაღლის გადარა
შესაბამის ბგერათაგან
სუფთა წყობაში
b2
c3
d3
es3
f3
ges3
970
1069
1217
1290
1398
1496
950,4
h—990
1056
1173,2
1267,2
1408
1520
+20
-20
+13
+33,8
+22,8
-10
-24

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მერიდიანი, 2004

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება