ლანცეტაფოთლიანი მრავალძარღვა (ლათ. Plantago lanceolata) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5-80 სმ. მიტკეცილი ბეწვით შებუსული. საყვავილე ღერო – რამდენიმე, სწორი ან წამოწეული. ფოთლები ფესვთანურ როზეტად არის შეკრებილი, ფორმით ელიფსურ ან ხაზურლანცეტა, კიდემთლიანი, ყუნწში შევიწროებული და წაწვეტებული. საყვავილე ღერო გრძელია, სიგრძივღარებინი, თავთავები მოგრძოკვერცხისებური, კონუსური ან ცილინდრული. იზრდება დაბლობიდნ სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ქვიან, კლდოვან და ღორღიან ადგილებში, გზისპირებზე, ბოსტნებში, სარწყავი არხების გაყოლებაზე. საქართველოში ყველა რეგიონშია გავრცელებული. გავრცლების არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა და თითქმის მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არატროპიკულ ნაწილს, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკას.
-
ყვავილი
-
ფოთლები
-
თესლები
-
ფესვები
-
ილუსტრაცია