ლანგრის პლატო
ლანგრის პლატო (ფრანგ. Plateau de Langres) — პლატო საფრანგეთში. მდებარეობს პარიზის აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.[1] ქმნის წყალგამყოფის ნაწილს მდინარეების სენისა და სონის აუზებს შორის. სიმაღლე 400–500 მ. ლანგრის პლატო დანაწევრებულია მდინარეების მარნის, სიუიზის, ოჟონის, ობისა და რონიონის ხეობებით. დამახასიათებელია კონტინენტური კლიმატი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 800–1000 მმ წელიწადში. აგებულია შუაიურული კირქვებით. განვითარებულია კარსტი. გვხვდება გამეჩხრებული მუხის ტყეები, ბუჩქნარის რაყები. მისდევენ მეცხვარეობას, მევენახეობასა და მეღვინეობას. ტყეებს უკავიათ 92 611 ჰა. ტყიანობა 44.7%.[2]
ლანგრის პლატო | |
---|---|
კოორდინატები: 47°51′48″ ჩ. გ. 5°20′02″ ა. გ. / 47.86333° ჩ. გ. 5.33389° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
სიმაღლე | 523[1] მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dom Bénigne Defarges, La Puisaye, Son terroir, Son histoire. 1977
- ↑ Résultats du deuxième inventaire forestier, Tome I, 1985