ლამიის ომი
ლამიის ომი — ბერძნული სახელმწიფოების ომი მაკედონიის ბატონობის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ძვ. წ. 323 წლიდან 322 წლამდე. ათენმა ისარგებლა ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილით და ომი წამოიწყო. მას ფოკიდა, ეტოლია და სხვა პოლისები მიემხრო. ანტიმაკედონურ კოალიციას სათავეში დემოსთენე ჩაუდგა; პოლისების ოლიგარქიული წრეები მაკედონიას უჭერდნენ მხარს. გაერთიანებულმა ბერძნულმა ჯარმა მაკედონელები დაამარცხა, ანტიპატრემ თავისი ჯარით ქ. ლამიას შეაფარა თავი (აქედან მოდის ომის სახელწოდებაც). მაგრამ მოკავშირეებს შორის ერთსულოვნება არ იყო, თანაც ანტიპატრეს დამხმარე ძალამ მოუსწრო და კოალიცია დამარცხდა. ათენში მაკედონელთა გარნიზონი ჩააყენეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 117.