ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლამა (ტიბ. བླ་མ་ ლა მა/ბლა მა „მთავარი, უმაღლესი ქურუმი“[1]) — ტიბეტელი დჰარმის მასწავლებლის ტიტული. ეს ტერმინი იგივეა, რაც სანსკრიტული „გურუ“.[2] „ლამა“ გამოიყენება მონაზვნების, ბერების ან სხვა ვაჯრაიანა ბუდიზმის პრაქტიკოსების ტიტულის გამოსახატავად, ან ერთვება ტერმინებს, მაგ., დალაი ლამა, პანჩენ ლამა.

ტიბეტელი ლამა

ალბათ დასავლელი მეცნიერების მიერ ტიბეტური ბუდიზმის კვლევისას ტერმინ „ლამას“ შეცდომით გაგების გამო, ისტორიულად ლამას ზოგადად ტიბეტელ ბერებს უწოდებენ. ამის მსგავსად, ადრეული დასავლელი მკვლევრები და მოგზაურები, ტიბეტურ ბუდიზმს „ლამაიზმს“ უწოდებდნენ; მათ ალბათ ტიბეტურ ბუდიზმსა და ბონს შორის განსხვავებაც არ ჰქონდათ გარჩეული. ტერმინი „ლამაიზმი“ ახლა დამამცირებლად ითვლება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლამა_(ბუდიზმი)“-დან