ლამარა ვაშაკიძე (დ. 8 თებერვალი, 1933, ქუთაისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980).

ლამარა ვაშაკიძე
დაბადების თარიღი 8 თებერვალი, 1933
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ, საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა თეატრის მსახიობი
ორგანიზაცია ქუთაისის თეატრი

1958 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. ამავე წლიდან ქუთაისის თეტრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატუა (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“), გაიანე (ი. სუმბათაშვილის „ღალატი“), ხატია (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), ირინე, პელაგია (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“), ანა პავლოვნა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), რუსუდანი, ნარგუთა (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“ და „ბუღარა“), დედოფალი (ა. დიუმას „სამი მუშკეტერი“), ელიზავეტა დანილოვნა (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ანა ფრანკი (გუდრიჩისა და ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური“), მარიკა, სალომე (ალ. ჩხაიძის „ხიდი“, „თავისუფალი თემა“), ციალა, ციცინო (დ. კვიცარიძის „მამის კვალზე“ და „როცა სიცოცხლე გეძახის“), მარიამი (ი. ვაკელი „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“), ისმენე (სოფოკლეს „ანტიგონე“), მოსწავლე გოგონა (ი. ვოლჩეკის „სასამართლო ქრონიკა“), ადა (თ. ჭილაძის „სურათები საოჯახო ალბომიდან“) და სხვა.

2014 წლის 14 მაისს ქუთაისის თეატრის წინ გაიხსნა ლამარა ვაშაკიძის სახელობის ვარსკვლავი.

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. №4. გვ. 24