ლალი კაკულია

ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი და ფილოლოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლალი კაკულია (დ. 28 სექტემბერი, 1948) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი და ფილოლოგი.

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი, 1972 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1972 წელს კი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1975-1979 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის უფროსი რეფერენტი და უფროსი კონსულტანტი. 1979-1991 წლებში კი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს და მუსიკალური ისტორიის კათედრის ლაბორანტი. 1987-1994 წლებში გრამფირფიტების ფირმა „მელოდიას“ სამხატვრო საბჭოს წევრი. 1987 წლიდან ჟურნალ „Советская музыка“-ს მიწვევით გაიარა საკვალიფიკაციო კურსი. 1974-2006 წლებში იყო თბილისის III მუსიაკლური სასწავლებლის პედაგოგი. 1993-2005 წლებში ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის უფროსი მასწავლებელი. 1991-2006 წლებში მუშაობდა თბილისის კონსერვატორიის მეცნიერ თანამშრომლად. 2005-2006 წლებში კი ასისტენტ-პროფესორად. კონსერვატორიის დოქტორანტი, 2013 იყო წლიდან მუსიკის ისტორიის მიმართულების მასწავლებელი. 2006-2009 წლებში კი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი. ლალი კაკულია იყო მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2003 - წლის საუკეთესო მუსიკისმცოდნე
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია
  • უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი., თბ., 2015., გვ. 234

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლალი_კაკულია“-დან