ლალისყურის ანტონის ჯვრის ეკლესია
ლალისყურის ანტონის ჯვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ლალისყურის დასავლეთით, ორიოდე კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება გარდამავალი ხანით.
ეკლესია ორნავიანია. გეგმით სწორკუთხა. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის ინტერიერი დიდ სიმაღლეზე ამოვსებულია კედლებიდან ჩამონათალი ქვით.
ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ბოლოში გეგმით სწორკუთხა, უაფსიდო სათავსია, რომელსაც ნავი ვიწრო კარით უკავშირდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 298.