ლალე პურკარიმი (სპარს. لاله پورکریم, ცნობილია სასცენო სახელით Laleh; დ. 10 ივნისი, 1982) — ირანული წარმოშობის შვედი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ჩანაწერის პროდიუსერი და მსახიობი.

ლალე პურკარიმი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 ივნისი, 1982(1982-06-10)[1] (42 წლის)
დაბ. ადგილი ბენდერ-ენზელი, ირანი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ფორტეპიანო
  • საქსაფონი
  • დასარტყამები[2]
აქტიური 2003–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Island Records
საიტი laleh.se
ლალე პურკარიმი ვიკისაწყობში

ლალე ირანელი სოციოლოგის, ჯურნალისტის და ეთნოლოგის, ჰუშანგ პურკარიმის ქალიშვილია, რომელიც 1994 წელს დაიღუპა. იგი ცხრა წლის იყო, როდესაც ოჯახი შვედეთში, კერძოდ გეტებორგში გადავიდა. საშუალო სკოლაც აქვე დაამთავრა. შვედეთში მოხვედრამდე ლალე ცხოვრობდა აზერბაიჯანსა და ბელარუსში.

2005 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი Laleh, რომელმაც შვედეთის ალბომების ჩარტებში პირველ ადგილს მიაღწია და გახდა წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი შვედეთში.[3] მას შემდეგ მან გამოსცა ხუთი სტუდიური ალბომი. ყველა მათგანის ავტორი და პროდიუსერი თავად არის. 2011 წელს მონაწილეობდა შვედურ ტელეშოუში „Så mycket bättre“. ლალეს მიერ შეოუზე შესრულებულმა სიმღერებმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისაგან.[4]

2012 წელს სკანდინავიის რეგიონში გამოვიდა ალბომი Sjung. ალბომს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან,[5] ხოლო სინგლი „Some Die Young“ ნამდვილ ჰიტად იქცა რეგიონში. ნორვეგიაში სინგლი ინარჩუნებდა პირველ ადგილს ექვსი კვირის განმავლობაში, ამასთანავე გახდა მეოცე ყველაზე გაყიდვადი სინგლი ნორვეგიაში.[6] 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა მისი მომდევნო ალბომი Colors. 2014 წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა Island Records-თან. 2016 წელს გამოსცა ალბომი Kristaller, ხოლო 2019 წელს გამოვიდა მისი ბოლო ალბომი Vänta.

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

ეპები

  • 2011: Tolkningarna
  • 2014: Boom

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sveriges befolkning 2000Sveriges Släktforskarförbund, 2020.
  2. Drums & Så Mkt Bättre Swedish. Laleh.se (3 ნოემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2012.
  3. Letmark, Peter (11 დეკემბერი, 2011). „Jag är både helgon och djävul“ (Swedish). Dagens Nyheter. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Laleh gör succé med låtarna från "Så mycket bättre" Swedish. Expressen. Bonnier Group (13 ნოემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2012.
  5. Bengans Skivbutik – Produktinformation Swedish. Bengans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2012.
  6. Best Of All Time. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-02. ციტირების თარიღი: 2013-01-31.