ლალა-ტიულპანი

მეჩეთი რუსეთში

ლალა-ტიულპანი (ბაშკ. Ләлә-Тюльпан) — ისლამური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ბაშკირეთის ქალაქ უფაში. გაიხსნა 1998 წლის 7 აპრილს.[1].

ლალა-ტიულპანი
Ләлә-Тюльпан

ლალა-ტიულპანი
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქი უფა
მისამართი კომაროვის ქუჩა №5
კოორდინატები 54°49′11″ ჩ. გ. 56°03′21″ ა. გ. / 54.81972° ჩ. გ. 56.05583° ა. გ. / 54.81972; 56.05583
დაიწყო 1989 წელს
დასრულდა 1998 წელს
არქიტექტორ(ებ)ი ვ.ვ. დავლიატშინი

მეჩეთი ქალაქ უფის მუსლიმური რელიგიის ცენტრია, მასში იმართება მუსლიმური დღესასწაულები.

მეჩეთის პროექტი გეგმით არის შემომავალი გაზაფხულის სიმბოლო, აყვავებული ტიტა (რომელიც ძველად თურქული ხალხის სიმბოლო იყო), მინარეთები კი მის კვირტებს განასახიერებენ.[1]

მეჩეთის არქიტექტორი იყო ვ.ვ. დავლიატშინი.[2] ლალა-ტიულპანი აშენდა შემოწირულობებით და ბაშკირეთის მთავრობის დახმარებით.[3] მშენებლობა 1989 წელს დაიწყო და 9 წლის შემდეგ, 1998 წელს დასრულდა.

1999—2005 წლებში აქ რუსეთის მუსლიმური უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება