ლაიმა ვაიკულე (ლატვ. Laima Vaikule, დ. 31 მარტი, 1954) — ლატვიელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი და ქორეოგრაფი. პოპულარულია ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა „Vernisage“ და „Charlie“.

ლაიმა ვაიკულე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 31 მარტი, 1954(1954-03-31)[1](69 წლის)
დაბ. ადგილი Cēsis, ლატვიის სსრ, სსრკ
საიტი laima.com
ლაიმა ვაიკულე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ვაიკულე დაიბადა 1954 წლის 31 მარტს, ლატვიის ქალაქ ცესისში. როდესაც ლაიმა სამი წლის იყო, მისი მშობლები რიგაში გადავიდნენ. ლაიმა ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო მუსიკითა და ცეკვით. 1966 წელს, 12 წლის ასაკში, მან ახალგაზრდა მომღერლების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ყურადღება დაიმსახურა. 1970-იდან 1973 წლებამდე ის სწავლობდა ექთნობას ვილნიუსის სამედიცინო კოლეჯში, პარალელურად ის აგრძელებდა სიმღერას ბენდთან ერთად. საბოლოოდ, ის რიგაში, ადგილობრივ ბენდში სოლისტი გახდა და მონაწილეობას იღებდა ღამის კლუბებში და რესტორნებში კონცერტებზე რამდენიმე წლის განმავლობაში. 1980-იან წლებში ის სწავლობდა სარეჟისოროზე მოსკოვის თეატრის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში.

1985 წელს ლაიმა ვაიკულემ საბჭოთა კავშირში საკუთარი პირველი ჰიტი შექმნა. 1986 წლიდან ვაიკულემ მჭიდრო კავშირი დაამყარა და თანამშრომლობდა ლატვიელ კომპოზიტორ რაიმონდს პაულთან და რუს პოეტ ილია რეზნიკთან, რომელმაც ვაიკულეს დაუწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Vernisage“, „Charlie“ და „Skripach na kryshe“. ვაიკულე რაიმონდს პაულსთან ერთად არის იურმალას ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.[2]

1980-იანებისა და 1990-იანების განმავლობაში ლაიმა ვაიკულე რეგულარულად მონაწილეობდა საერთაშორისო მუსიკის შეჯიბრებებზე და ფესტივალებზე ევროპის მასშტაბით. ვაიკულა დააჯილდოვეს „Bratislavská Lýra, 87“-ზე.[3] ის ასევე იყო იურმალა 92-ის მოწვეული მომღერალი და ასევე მონაკოში ჩატარებული „AU music world“-ის მონაწილე. მას მიენიჭა ლატვიის სახალხო მსახიობი ქალის ტიტული და დაჯილდოვდა გრან პრით 1966 წელს, ლატვიის მუსიკაში და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ლაიმა ვაიკულე ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს რიგაში და ფლობს მეორე სახლს მოსკოვში.

ლაიმა ვაიკულე არის ცხოველთა უფლებების დამცველი და ვეგეტარიანელი.[4][5]

ჯილდოები რედაქტირება

ჯილდოები
მსოფლიოს მუსიკალური ჯილდოები
წინამორბედი:
1992
ოლეგ გაზმანოვი
ყველაზე გაყიდვადი რუსი შემსრულებელი
1993
ლაიმა ვაიკულე
შემდეგი:
1994
ალექსანდრე მალინი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Лайма Станиславовна Вайкуле. Биографическая справка // РИА НовостиРоссия сегодня, 2009.
  2. Novaya Volna. Official site
  3. USSR Yearbook, 1988. Russia: Novosti, 1988. 42.
  4. Российские знаменитости устроили акцию протеста на льдах Белого моря против убийства тюленей [Russian celebrities staged a protest on the White Sea ice against murdering of seals]. ИА Регнум. ციტირების თარიღი: 3 February 2012.
  5. Зона, свободная от убийства [Murder free Zone]. НТВ. 11 March 2008. ციტირების თარიღი: 3 February 2012.