ლავრის მეორე ხიდი
ლავრის მეორე ხიდი (რუს. 2-й Лаврский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე მონასტირკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო და მონასტირკის კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 18 მეტრი, ხოლო სიგანე — 9,5 მეტრი.
ლავრის მეორე ხიდი რუს. 2-й Лаврский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°55′18″ ჩ. გ. 30°23′05″ ა. გ. / 59.92167° ჩ. გ. 30.38472° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | მონასტირკა |
სიგრძე | 18 მ |
სიგანე | 9,5 მ |
გახსნის თარიღი | 1984 წ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი მდებარეობს ლავრის გასასვლელის დასაწყისში.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ლავრის პირველი ხიდი, ქვემო მიმართულებით კი — უსახელო ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „ალექსანდრე ნეველის მოედანი-1“ და „ალექსანდრე ნეველის მოედანი-2“.
სახელწოდება
რედაქტირებასახელი მიიღო ახლოს მდებარე ალექსანდრე ნეველის ლავრის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირებახიდის მშენებლობა თარიღდება XVIII საუკუნით. იგი იყო ხის, ძელური ტიპისა და არაერთხელ გადაუკეთებიათ კვლავ ხის მასალით. 1830 წელს ხიდი გადააკეთეს და გახადეს ერთმალიანი, ხის, თაღოვანი სისტემის. სავალი ნაწილი შეფიცრული იყო, ხოლო მოაჯირები ძელებისგან იყო დამზადებული. ხიდი არაერთხელ გაარემონტეს, თუმცა იცავდნენ ძველ კონსტრუქციას. 1950 წლიდან 1972 წლამდე ხიდი დახურული იყო საავტომობილო მოძრაობისთვის და გამოიყენებოდა მხოლოდ საფეხმავლოდ. მიიღეს ხიდის გადაკეთების გადაწყვეტილება. 1980 წელს იგი დაშალეს. 1980-1981 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ბ. ე. დვორნიკისა და არქიტექტორ ვ. მ. ივანოვის და „ლენხიდტრესტის“ ინჟინრის ზ. გ. ვასილევის პროექტის მიხედვით ძველი ხიდის ადგილზე ააგეს ახალი ხის, თაღოვანი ხიდი. ლენინგრადში პირველად გამოიყენეს ხიდის ელემენტების ლამინირებული მერქნით დამზადების ტექნოლოგია. ხიდის მალების კონსტრუქცია დაამზადეს არხანგელსშკი. ხიდის მშენებლობას ახორციელებდა „ლენხიდტრესტი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 437. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 301. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 2-й Лаврский мост //СПб ГБУ «Мостотрест»