ლავრენტი ჭიჭინაძე
ლავრენტი ჭიჭინაძე (დ. 3 ივნისი, 1906, საქარა — გ. 16 აგვისტო, 1997) — ქართველი მწერალი.
ლავრენტი ჭიჭინაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ივნისი, 1906 |
დაბადების ადგილი | საქარა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 16 აგვისტო, 1997 |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | ქართული |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
დებიუტი | 1927 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1906 წლის 3 ივნისს სოფელ საქარაში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტი. 1927 წელს დაიწყო საკუთარი ლექსებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. 1933 წელს გამოსცა პირველი წიგნი — საბავშვო მოთხრობათა კრებული „ისლიანი სახლები“. 1934-1941 წლებში მუშაობდა რედაქტორად, ჟურნალ „ოქტომბრელში“. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947-1963 წლებში იყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ პასუხისმგებელი მდივანი, 1965-1967 წლებში — საბავშვო წიგნის სახლის დირექტორი.
ცნობილი ნამუშევრები
რედაქტირება- რომანი „ნარბევი“ (1938)
- ისტორიულ მოთხრობათა კრებული „ნადირ-შაჰის ხმალი“ (1942)
- მოთხრობებისა და ზღაპრების კრებული „ორი ნაპირი“ (1966)
- მოგონებანი „შუქი სხივოსანთა“ (1974)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 403.