ლავრენტი ბალუაშვილი

ლავრენტი იოსების ძე ბალუაშვილი (ბალუევი; დ. 6 თებერვალი, 1868 — გ. უცნობია) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

ლავრენტი ბალუაშვილი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1868
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები I მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
წმინდა სტანისლავიის III ხარისხის ორდენი
წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

თავდაპირველი განათლება სასულიერო სემინარიაში მიიღო. 1890 წლის ივნისიდან რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. 1893 წლიდან პოდპორუჩიკის წოდებით ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკში ჩაირიცხა. მიიღო პორუჩიკის (1897), შტაბს-კაპიტნის (1901) და კაპიტნის (1905) წოდებები. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1915 წლიდან იყო იმავე პოლკის პოდპოლკოვნიკი, შემდეგ — პოლკოვნიკი. ომში დაიჭრა. 1917 წლის აპრილში დაინიშნა სუვოროვის გრენადერთა 22-ე პოლკის მეთაურად. 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა მე-5 ქვეით პოლკს, რომელმაც თავი გამოიჩინა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომში, კერძოდ, ბრძოლაში მთა დელიხტაშთან.[1] 1919 წლის 17 ოქტომბერს დათხოვნილ იქნა თადარიგში. 1920 წელს აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ინიციატივით შექმნილი მორწმუნეთა საზოგადოების წევრად.

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1900), წმ. ანას III (1908) და II (ხმლებით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1915) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1915, 1914 წლის ნოემბერში სოფ. ოლშანისა და პრჟეჩეს რაიონში ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 61-62.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბილისი, 2015. — გვ. 18, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სომხებთან ომი და მე-5 რაზმი / ჩ-ნაი, თ. // რესპუბლიკის ჯარი. - 1919. - №12. - გვ.10-11.