ლადინები (გერმ. Ladiner; იტალ. ladini) — რეტორომანელთა ჯგუფში შემავალი ხალხი. ცხოვრობენ აღმოსავლეთ შვეიცარიის და იტალიის ტიროლში. საერთო რაოდენობა დაახლოებით 30-35 ათ. ადამიანი. ლაპარაკობენ რეტორომანული ენის დიალექტზე, შვეიცარიაში იყენებენ გერმანულ ენასაც, იტალიაში იტალიურსა და გერმანულს. მორწმუნე ლადინები პროტესტანტები და კათოლიკეები არიან.

ლადინების ერთ-ერთი დასახლება

წარმოშობით ძველ რეტებს განეკუთვნებინ, რომლებმაც ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში რომანიზაცია განიცადეს. განვითარებულია მეცხოველეობა და მიწათმოქმედება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება