ლაგუნა-დე-ლეჩე (ესპ. Laguna de la Leche — რძიანი ლაგუნა; ასევე Laguna Grande de Morón) — ბუნებრივი წარმოშობის უდიდესი ტბა კუბაში. მდებარეობს სიეგო-დე-ავილის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მორონიდან ჩრდილოეთით 5 კილომეტრში,[1] ზღვის დონიდან 1 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 67,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 2 მ. ტბის დასავლეთ ნაწილშია კუნძული კაიო-პახარა. ფსკერზე კირქვა ილექება. ზღვის დონის ბუნებრივი მოძრაობა გრუნტის წყლების სარკის რყევის მიზეზია, რის გამოც კირის ნაწილაკები ტბის ფსკერიდან წყალში ხვდება.[2] 1940 წელს აშენდა ჩიკოლის არხი, რომელმაც ლაგუნა-დე-ლეჩე დაუკავშირა ბუენა-ვისტას ყურეს. დროთა განმავლობაში წყალსატევი დაბინძურდა ზღვის წყლით, რის გამოც ტბამ დაკარგა თეთრი შეფერილობა. 1988 წელს არხი ჩაიკეტა და დროთა განმავლობაში ტბის რძის ფერიც აღდგა. გვხვდება ამერიკული ფლამინგო.[3]

ლაგუნა-დე-ლეჩე
ლაგუნა-დე-ლეჩეს სამხრეთი სანაპირო
ლაგუნა-დე-ლეჩეს სამხრეთი სანაპირო
კოორდინატები: 22°12′33″ ჩ. გ. 78°37′17″ დ. გ. / 22.20917° ჩ. გ. 78.62139° დ. გ. / 22.20917; -78.62139
მდებარეობა კუბის დროშა კუბა
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 14 კმ
სიგანე 7,7 კმ
ფართობი 67,2 კმ²
ლაგუნა-დე-ლეჩე — კუბა
ლაგუნა-დე-ლეჩე