მორონი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სიეგო-დე-ავილის პროვინციაში. მორონი უახლოესი ქალაქია ტურისტულ კურორტ კაიო-კოკო და კაიო-გილერმომდე.

მუნიციპალიტეტი
მორონი
Morón
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია სიეგო-დე-ავილის პროვინცია
კოორდინატები 22°06′39″ ჩ. გ. 78°37′40″ დ. გ. / 22.11083° ჩ. გ. 78.62778° დ. გ. / 22.11083; -78.62778
დაარსდა 24 მაისი, 1543
ფართობი 615 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 60 612 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 98,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-43
საფოსტო ინდექსი 67210
მორონი (კუბა) — კუბა
მორონი (კუბა)

გეოგრაფია

რედაქტირება

მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქალაქ სიეგო-დე-ავილის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოლივიის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — ჩამბასის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — ბუენა-ვისტას უბე და ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგი, სამხრეთით კი სირო-რედნონდოს მუნიციპალიტეტი. რელიეფი ძირითადად ვაკიანია, ჩრდილოეთში არსებული პატარა ბორცვებით, რომლებიც მარილის გუმბათებისგან წარმოიქმნება.

მორონში მდებარეობს კუბის უდიდესი ბუნებრივი წლის მარაგი — ლაგუნა-დე-ლეჩეს ტბა (67,2 კმ²). ქალაქზე გაივლის ჩრდილოეთის ავტომაგისტრალი (კარეტერა-დელ-ნორტე).

წარსულში მუნიციპალიტეტი ბევრად დიდი იყო და მიეკუთვნებოდა კამაგუეის პროვინციას.

ეკონომიკა

რედაქტირება

მთავარი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 60 612 ადამიანს შეადგენდა.[1] 615 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 98,6 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.