ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ ლაგოდეხში. დაარსებულია 1975 წელს. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალისაგან: ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი, ნუმიზმატიკა; მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მხარის ეთნოგრაფიული და ფოტომასალა.
ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
41°49′53″ ჩ. გ. 46°16′27″ ა. გ. / 41.83139° ჩ. გ. 46.27417° ა. გ. | |
დაარსდა | 1975 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ლაგოდეხი |
სტატუსი | ისტორიული |
ექსპონატი | 3668 |
მუზეუმს აქვს ხუთი საგამოფენო დარბაზი, აქედან ორი დათმობილი აქვს არქეოლოგიას, ერთი ეთნოგრაფიას, ერთი ნუმიზმატიკას. მეხუთე დარბაზში პერიოდულად ეწყობა ფოტო, ინდრეწვის ოსტატებისა და პროფესიონალი და მოყვარული მხატვრების გამოფენები.
მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდს. იგი წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს იარაღებითა და სამკაულებით. აღნიშნული არტეფაქტები მოპოვებულია როგორც არქეოლოგიური გათხრებით (მსხალგორის VII-XIV სს. სამონასტრო კომპლექსი, ბაისუბანის სამეურნეო ნაგებობა და ულიანოვკის ენეოლითის ხანის ნამოსახლარი), ისე შემთხვევითი მონაპოვარითა და შემოწირულობით. არქეოლოგიის ერთი საგამოფენო დარბაზი მთლიანად დათმობილი აქვს მსხალგორის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს.
მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე.