კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი
კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติเขาคิชฌกูฏ) — ეროვნული პარკი ჩანთაბურის პროვინციაში, ტაილანდში. პარკი მდებარეობს კარდამომის მთიანეთის კჰაო-სოი-დაოს ველური ბუნების თავშესაფარში. ცნობილია ჩანჩქერებითა და ტყეებით. პარკის ტერიტორიაზე შემონახულია ბუდას ნაკვალევიც.[1]
კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი
อุทยานแห่งชาติเขาคิชฌกูฏ | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
ხედი კრათინგის ჩანჩქერიდან
| |
მდებარეობა | ჩანთაბურის პროვინცია |
ქვეყანა | ტაილანდი |
უახლოესი ქალაქი | ჩანთაბური |
ფართობი | 59 კმ² |
დაარსდა | მაისი, 1977 |
მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი |
ისტორია
რედაქტირებაკჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი დაარსდა 1977 წლის 4 მაისს. იგი ტაილანდის მე-14 ეროვნული პარკი იყო.[1]
გეოგრაფია
რედაქტირებაკჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი მდებარეობს კჰაო-ჰითჩაქუთის რაიონში, ქალაქ ჩანთაბურიდან 28 კმ-ის დაშორებით. პარკის ფართობი 59 კმ²-ია. უმაღლესი წერტილი, კჰაო-პჰრა-ბატი ზღვის დონიდან 1 085 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე მცირე პარკია და უფრო დიდი კჰაო-სოი-დაოს ველური ბუნების თავშესაფრს ესაზღვრება.[1][2]
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაპარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ: გაურები, ინდური ზამბარები, მუნჯაკები და სუმატრული სერაუები. შენიშნულია ველური სპილოების ჯოგიც.[1][2]
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაკჰაო-პჰრა-ბატის მთის მწვერვალზე ბუდას ნაკვალევი მდებარეობს, რომელიც ტაილანდელი ბუდისტებისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილია. თებერვალსა და მარტში ამ ადგილს მრავალი პილიგრიმი სტუმრობს. კჰაო-პჰრა-ბატის მწვერვალზე მრავალი კლდოვანი წარმონაქმნია, რომელთაც სხვადასხვა ფორმა აქვთ: პაგოდის, ბერების თასის, კუსა და სპილოს.[1]
პარკის უდიდესი ჩანჩქერია კრატიგი, 13 დონიანი ჩანჩქერი, რომელიც რამდენიმე დონეზე ბუნებრივ ბილიკებს კვეთს. ჩანჩქერები მდინარე ჩანთაბურით საზრდოობენ. პარკის სხვა ჩანჩქერებს შორის აღსანიშნავია ჩენგსეი და კლონგ-პიბონი.[[1][3][4]
-
ბუდას ნაკვალევი
-
პარკის ხედი
-
საკემპინგე ადგილი კრათინგის ჩანჩქერის მახლობლად
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Khao Khitchakut National Park. Department of National Parks (Thailand). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2013. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ 2.0 2.1 Khao Khitchakut National Park. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ Khao Khitchakut National Park. Tourism Authority of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
- ↑ Nam, Suzanne (February 2012). Moon Handbooks Thailand, 5th, Avalon Travel, გვ. 142. ISBN 978-1-59880-969-5.