კუჭეჭის პირველი ეკლესია

კუჭეჭას პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭეჭის სამხრეთ

კუჭეჭას პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭეჭის სამხრეთით, 1 კილომეტრზე. ძეგლი განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარს ხის ბრტყელი გადახურვა აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ფართო პარალელურწირთხლებიანი სარკმელია, რომლის მარჯვნივ კვადრატული ნიშია. აფსიდის კედლები დარბაზის გრძივ კედლებს მხრების გარეშე ერწყმის. ჩრდილოეთ კედელში ერთი ღრმა ნიშია. ეკლესია შიგნით ცილინდრული კამარითაა გადახურული, გარედან კი ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება