კუწახტის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მინდორში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4 X 3,2 მ), უაფსიდო. ნაშენია საშუალო ზომის ნატეხი ქვით და კირის დუღაბით. კედლები შიგნიდან შელესილია. ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული, ჩამონგრეულია ლავგარდანი და აქა-იქ საპირე წყობის ნაწილი.

შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე ერთადერთი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.

აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვეროს წყობაში ჩასმულ შირიმის ქვაზე, რელიეფური ჯვარია გამოსახული. ამავე ფასადს თაროსებრი ლავგარდნის მცირე ნაწილი შემორჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება