კუჩინსკის საიუბილეო ქათამი

სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში

კუჩინსკის საიუბილეო ქათამი — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია მოსკოვის ოლქის სანაშენო ქარხანა „კუჩინსკში“ რუსული თეთრი, ნიუ-ჰემფშირის, როდ-აილენდის, ავსტრალორპის, თეთრი პლიმუთროკისა და ლივნური ჯიშების შეჯვარებით. სახელი შეირჩა ქარხნის 25-ე წლისთავთან (1954) დაკავშირებით, დამტკიცებულია 1990 წელს. მამლების შებუმბვლა წითელია, ფაფარი და წელი ოქროსფერი, მკერდი და კუდი შავი; დედლები ღია წითლები არიან, ოქროსფერი ფაფრით. არსებობს ოქროსფერი ან მურა შეფერილობის სახესხვაობები. დღე-ღამის წიწილები ყავისფერი ღინღლით არიან დაფარული; დედალს მუქი ფრთები აქვს, მამალს — უფრო ღია. მამლის ცოცხალი მასაა 3,5–3,7 კგ, დედლისა 2,6–2,7 კგ. კვერცხმდებლობა 180–200 ცალი წელიწადში. თითოეული იწონის 59–61 , ნაჭუჭი ღია ყავისფერია. კრუხობის ინსტინქტი სუსტადაა განვითარებული. კუჩინსკის საიუბილეო ქათმის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას (25 %-ზე მეტს მკერდის კუნთებში), გამოირჩევა გემოს მაღალი ხარისხით. ამტანი ჯიშია, კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს, პოპულარობით სარგებლობს მოყვარულ მეფრინველეებში, გავრცელებულია დსთ-ის ქვეყნებში.

ლიტერატურა

რედაქტირება