პლიმუთროკი
მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში
პლიმუთროკი — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია აშშ-ში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. შებუმბვლის შეფერილობის მიხედვით გამოყოფენ 8 სახესხვაობას: ზოლიანს, თეთრს (ყველაზე მეტად გავრცელებული) და სხვ. ტანი გრძელი, ფართო და ღრმაა; ფეხები საშუალო სიგრძისაა. მამლის ცოცხალი მასაა 3,6–4,0 კგ, დედლისა 2,7–3,4 კგ. საშუალო კვრცხმდებლობა 170–180 ცალი წელიწადში, კვერცხის მასა 57–60 გ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქათმის ჯიშია; იყენებენ სადედე ფორმად კორნუოლურ ქათმებთან შეჯვარების დროს, რის შედეგადაც ღებულობენ ბროილერ წიწილებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ройтер Я. С. ПЛИМУТРОК დაარქივებული 2019-08-01 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 26. Москва, 2014, стр. 423.