კურცჰაარი (გერმ. deutsch kurzhaar, გერმ. kurz — „მოკლე“ და გერმ. haar - „ბეწვი“) — მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონტინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე თვისებების გასაუმჯობესებლად აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში მცირე რაოდენობით საქართველოშიც გავრცელდა.

კურცჰაარი
გერმ. Deutsch Kurzhaar
თვისებები
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კურცჰაარისთვის დამახასიათებელია მაგარი მშრალი ტიპის კონსტიტუცია, გაწონასწორებული და მოძრავი ტემპერამენტი, კარგად განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ძებნის დროს მოძრაობს ზომიერი ოთხით ან სწრაფი ჩორთით. აქვს უნივერსალური ყნოსვა, კარგად მოაქვს მოკლული ფრინველი. ხვადის სიმაღლეა 62-66 სმ, ძუსი 58-64 სმ. ყავისფერია, ზოგჯერ ყავისფერლაქებიანი ან კოპლებიანი თეთრი. საშუალოდ კურცჰაარი ცხოვრობს 12-14 წელს.

კუდის 2/3-ს დაბადენიდან მე-3 დღეს აჭრიან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება