დრატჰაარი

მონადირე ძაღლის ჯიში

დრატჰაარი[1] (გერმ. Drahthaar) ან გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარიმონადირე ძაღლის ჯიში. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის ბოლოს მოკლებეწვიანი და უხეშბეწვიანი მეძებრების საფუძველზე. პირველი სტანდარტი მიღებულია 1924 წელს. მსხვილი ძაღლია, დამახასიათებელია მაგარი მშრალი კონსტიტუცია; სიმაღლე მინდაოში 56–68 სმ, მასა 27–32 კგ. ბეწვი უხეშია, მჭიდროდ აკრავს ტანს, თავზე აქვს წვერი, ულვაშები და წარბები. შეფერილობა: სხვადასხვა ელფერის ყავისფერი, ჭაღარაშერეული ყავისფერ-ამლაყი, ყავისფერ-რუხი. კუდის მოჭრა ყველა ქვეყანაში მიღებული არ არის. ენერგიული, ამტანი და მცირე მოთხოვნილების მქონე ძაღლია. პოპულარულია გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ძირითადად იყენებენ ფრთოსნებზე სანადიროდ.

დრატჰაარი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. გუნიავა ლ., სააკაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 89.