კუროლი (ლათ. Leptosomus discolor) — ერთადერთი ფრინველი კუროლისნაირთა რიგისა. გავრცელებულია მადაგასკარსა და კომორის კუნძულებზე. პოპულაცია საკმაოდ დიდია და არ დგას გადაშენების რისკის ქვეშ. მათი სხეულის სიგრძეა 38–50 სმ, მასა 192–270 . მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. დედალი ტანად მამალზე მსხვილია; შეფერილია ყავისფერ-წითლად, მუცელზე უფრო ღიად, ხოლო ზურგსა და ფრთებზე — მუქად, დაჰკრავს შავი ლაქები. მამალი ზურგზე ფერად მწვანეა და სპილენძისფერი ლითონისებური ბზინვარება დაჰკრავს, კეფა, თავი და დანარჩენი ნაწილები — ნაცრისფერი. მეხეური ფრინველია, მტაცებლებისაგან თავდაცვის მიზნით, იშვიათად ჯდებიან მიწაზე. ბუდობს ხეების ფუღუროებში. დედალი დებს 1–3 თეთრ კვერცხს. იკვებებიან მწერებით, ხოჭოებით, კალიებით, აგრეთვე ხის ქვეწარმავლებით, მაგ. ქამელეონებით.

კუროლი
Leptosomusdiscolorcrop.jpg
დედალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კუროლისნაირნი
(Leptosomiformes)
ოჯახი:  კუროლისებრნი
(Leptosomidae)
გვარი:  კუროლი
(Leptosomus Vieillot, 1816)
სახეობა:  კუროლი
ლათინური სახელი
Leptosomus discolor (Hermann, 1783)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22682975

ლიტერატურარედაქტირება

  • Josep del Hoyo, Andrew Elliott, Jordi Sargatal. Handbook of the Birds of the World, Volume 6: Mousebirds To Hornbills. — ISBN 84-87334-30-X.