კურდღელაურის წმინდა სტეფანეს ეკლესია

კურდღელაურის წმინდა სტეფანეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ კურდღელაურის ჩრდილოეთ განაპირას, თარიღდება შუა საუკუნეებით.

ძეგლი მცირე ზომის, რიყის ქვით ნაგები, დარბაზული ეკლესიაა, ერთადერთი შესასვლელით დასავლეთიდან აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია.

2005 წელს, სოფლის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მ. ბედიანიძემ არქიტექტურულ ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და ეკლესია კრამიტით გადახურა.

ლიტერატურა რედაქტირება