კურბატ ივანოვი (რუს. Иванов, Курбат Афанасьевич; ? — 1666) — რუსი მიწათმომლახველი, ციმბირის მკვლევარი. ტობოლელი კაზაკი. 1643 წელს ვერხოლენსკის კუნძულიდან კაზაკებთან ერთად მოგზაურობაში წავიდა, სადაც პირველი მივიდა ბაიკალის ტბის სანაპირომდე.[1] შეაფასა იგი ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით. გადაკვეთა ოლხონის კუნძული. კურბატ ივანოვი იყო პირველი რუსი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა ბაიკალის ტბა და შეადგინა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პირველი რუკა. 1659-1665 წლებში მსახურობდა ანადირის ციხე-ქალაქში. 1660 წლის გაზაფხულზე გადაცურა ანადირის უბესა და ჩუკოტსკის კონცხს შორის არსებული ტერიტორია.[1] საარქივო დოკუმენტები იუწყებიან, რომ კურბატ ივანოვის გუნდმა მიაღწია მდინარე ლენის ზემო მონაკვეთსა და მის შენაკადს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Открытия русских землепроходцев и полярных мореходов ХVII века на северо-востоке Азии. Сборник документов, М., 1951.