კურაპატები (ბელორუს. Курапаты) — ტყის მასივი მინსკის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-ან წლებში მასობრივად დახვრეტილი ხალხის სამარხები. ბელორუსის პროკურატურის მონაცემებით, ეს იყო დახვრეტების და რეპრესირებულთა დასამარხავი ადგილი ე.წ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოთათვის 1937—1940 წწ.

კურაპატის მასივი

მსხვერპლთა რაოდენობა დღეისათვის ჯერ კიდევ უცნობი რჩება და სხვადასხვა დაუზუსტებელი მონაცემებით, შესაძლოა, შეადგინოს 7 ათასამდე ადამიანი (რესპუბლიკა ბელარუსის გენერალური პროკურორის ო. ბაჟელკოს მონაცემებით), არანაკლებ 30 ათასი ადამიანი (ბსსრ გენერალური პროკურორის გ. ტარნავსკის მონაცემებით), 100 ათასამდე ადამიანი (ცნობარის ”ბელარუსის” მიხედვით), 102-დან 250 ათასამდე ადამიანი (გაზეთ «Літаратура і мастацтва», ზენონ პოზნიაკის სტატიის მონაცემებით), 250 ათასი ადამიანი (ვროცლავის უნივერსიტეტის პროფესორის ედისლავ ვი9ნიცკის მიხედვით) და მეტი (ბრიტანელი ისტორიკოსის ნორმანდ დევისის მიხედვით).

1993 წლიდან კუროპატის ტყის მასივი შეტანილია ბელარუსის ისტორიულ-კულტურული ღირებულების ძეგლთა სიაში, როგორც 1930-1940-ანი წლების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დაკრძალვის ადგილი. მას გააჩნია ისტორიულ-კულტურული ღირებულების პირველი კატეგორიის ძეგლის სტატუსი, რაც ბელარუსის კანონების მიხედვით ნიშნავს იმას, რომ ძეგლი წარმოადგენს განსაკუთრებულად უნიკალური სულიერი, ესთეტიკური და დოკუმენტური ღირებულების საერთაშორისო ინტერესის საგანს.

მინსკის ტერიტორიაზე მიმდინარე მასობრივი დახვრეტების ადგილებიდან, რომელსაც ატარებდა ე. წ. „ენ-კა-ვე-დე“ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) კუროპატები ყველაზე მეტად გახდა ცნობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება