კუპიშკისი — ქალაქი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუპიშკისის რაიონის დედაქალაქი. კუპიშკისის გარეუბანში მუშას შენაკადები ლევუო და კუპა მოედინება. ქალაქის დასახელება სწორედ ამ უკანასკნელის სახელიდან მომდინარეობს. ქალაქი ექვს ნაწილად იყოფა.

ქალაქი
კუპიშკისი
ლიეტ. Kupiškis

კუპიშკისის პანორამა
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
დაქვემდებარება ლიეტუვა
მაზრა პანევეჟისის მაზრა
მუნიციპალიტეტი კუპიშკისის რაიონი
კოორდინატები 55°49′59″ ჩ. გ. 24°58′00″ ა. გ. / 55.8333306° ჩ. გ. 24.9666694° ა. გ. / 55.8333306; 24.9666694
პირველი ხსენება 1529
ფართობი 7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 101 მეტრი, 91 მეტრი
მოსახლეობა 6 178 (1 იანვარი, 2023)[1]
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო
ოფიციალური საიტი https://www.kupiskis.lt/ და https://www.kupiskis.lt/en/wellcome.html
კუპიშკისი — ლიეტუვა
კუპიშკისი

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ქრისტეს შობამდე მე-3, მე-2 საუკუნეებში კუპიშკისის ტერიტორიაზე ხალხი ცხოვრობდა. ამის მიუხედავად, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დაარსდა უშუალოდ ეს დასახლება.

1529 წელს კუპიშკისი საისტორიო წყაროებში პირველად ჩნდება. ის სიგიზმუნდ I-ის, ლიტვის დიდი სამთავროს მმართველის საკუთრება იყო. 1561-1565 ის პატარა სამმართველოების, ჯერ უპიტას, შემდეგ კი უკმერგეს ცენტრი იყო. ამავე პერიოდში მთავარი გზა ვილნიუსიდან რიგამდე კუპიშკისაზე გადიოდა.

1616 წელს ქალაქში კათოლიკური ტაძარი ააშენეს. 1781 წელს კი კუპიშკისში პირველი სკოლა გაიხსნა.

მოსახლეობა

რედაქტირება

ლიეტუვის სტატისტიკის დეპარტამენტის 2005 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით ქალაქში 8 243 ადამიანი ცხოვრობს. 2001 წლის ამავე აღწერის მონაცემებით მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგია:

  • 23,965 (97.3%) ლიეტუველები
  • 430 (1.7%) რუსები
  • 64 (0.3%) პოლონელები
  • 49 (0.2%) უკრაინელები
  • 38 (0.2%) ბელარუსიელები
  • 82 (0.3%) სხვა ეროვნების წარმომადგენლები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება