კუნძული (2006 წლის ფილმი)

„კუნძული“ (რუს. Остров) — 2006 წლის რუსული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟიროსია პაველ ლუნგინი, სცენარი ეკუთვნის დიმიტრი სობოლევს, ხოლო მთავარ როლს ასრულებს პეტრე მამონოვი. ფილმში მოთხრობილია გამოგონილი რუსი მართლმადიდებელი ბერის ისტორია.

„კუნძული“
რეჟისორი პაველ ლუნგინი
პროდიუსერი
  • პაველ ლუნგინი
  • სერგეი სუმაკოვი
სცენარის ავტორი დიმიტრი სობოლევი
როლებში
  • პეტრე მამონოვი
  • ვიქტორ სუხორუკოვი
  • დიმიტრი დიუჟევი
  • ვიქტორია ისაკიევი
კომპოზიტორი ვლადიმერ მარტინოვი
ოპერატორი ანდრეი ჟეგალოვი
მწარმოებელი კომპანია „Студия Павла Лунгина“
გამოსვლის თარიღი 2006
ხანგრძლივობა 112 წუთი
ენა რუსული და ინგლისური
ბიუჯეტი 1 500 000 აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 2 530 791 აშშ დოლარი[1]
საიტი ostrov-film.ru

„კუნძული“ ნაჩვენები იქნა ვენეციის კინოფესტივალზე. 2007 წელს ფილმს გადაეცა „ნიკას“ 6 და „ოქროს არწივის“ 6 ჯილდო. გადაღებულია ნახევარკუნძულზე, სოფელ რაბოჩეოსტროვსკში, თეთრი ზღვის სანაპიროზე, კარელიაში.[2]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი მოგვითხრობს ერთ ბერზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ბორანზე მუშაობდა ცეცხლფარეშად. გერმანელები მას აიძულებენ ესროლოს თავის მეგობარს. ბორანს გერმანელები ააფეთქებენ და მამა ანატოლი კუნძულზე გაირიყება, სადაც მონასტერია. ბერებმა მონასტერში შეიფარეს და მოუარეს. იგი ბერად აღკვეცეს და სახელად ანატოლი დაარქვეს. ბერი ანატოლი აღასრულებს სასწაულებს, კურნავს, ეშმაკებს სდევნის, ჭვრეტს. მამა ანატოლი გაიგებს, მკვლელობა რომ არ ჩაუდენია.  ანატოლის დღეები დასასრულს უახლოვდება. სიკვდილის წინ მამა იობს სთხოვს კუბო მიუტანოს. თეთრი კვართით შეიმოსა, ჩაწვა კუბოში, დახუჭა თვალები და სული მიაბარა ღმერთს. ფილმი სინანულზეა, რომელიც ბერ ანატოლის ღმერთთან მისვლაში ეხმარება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Фильм – ОСТРОВ. kinobusiness.com. ციტირების თარიღი: 2017-10-27.
  2. «Остров». Фильм-событие. Фильм-проповедь ("The Island" - Film-event. Film-sermon), Russian Patriarchy website, 2006-10-25, accessed 2008-03-17. (რუსული)