კუმანა
კუმანა (ესპ. Cumaná) — ქალაქი ვენესუელაში, სუკრეს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კარაკასიდან 402 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს პირველ ევროპულ დასახლებას ამერიკის კონტინენტზე,[1] რომელიც 1501 წელს ფრანცისკანელთა საძმომ დააარსა, მაგრამ ადგილობრივი ხალხის წარმატებული შეტევების გამო იგი მრვალგზის ხელახლა დაარსდა. მაგალითად, 1521 წელს ევროპელთა ჯგუფმა გონსალო დე ოკამპოს მეთაურობით იგი ხელახლა დააარსა, 1569 წელს კი იგი დიეგო ერნანდეს სერპამ კვლავ აღადგინა. როდესაც ინდიელთა შემოტევები ნაკლებ საფრთხის მომტანი გახდა, ქალაქი ამჯერად მიწისძვრებმა დაანგრია რამდენიმეჯერ. ამიტომაა, რომ კუმანას ყველაზე ძველი ნაწილი გვიანდელ XVII საუკუნესა და XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. თითქმის აღარაფერია გადარჩენილი XVI საუკუნის არქიტექტურიდან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კუმანა Cumaná | |||||
სან-ლუისის პლაჟი | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | სუკრე | ||||
კოორდინატები | 10°27′23″ ჩ. გ. 64°10′03″ დ. გ. / 10.45639° ჩ. გ. 64.16750° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1522 წ | ||||
ფართობი | 591 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 43 მ | ||||
მოსახლეობა | 257 821 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 793,3 კაცი/კმ² | ||||
სატელეფონო კოდი | 0293 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6101 | ||||
ოფიციალური საიტი | alcaldiasucre-portuguesa.gob.ve/sucreonline/ | ||||
ქალაქი მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, მდინარე მანსანარესის შესართავთან. აქ მდებარეობს ვენესუელის აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (ესპ. Universidad de Oriente Venezuela) ერთი კორპუსი (სულ არსებული ხუთიდან) და დატვირთული საწყლოსნო პორტი, სადაც განლაგაბეულია ვენესეულაში უდიდესი ტუნას (თევზის სახეობა) მჭერი ფლოტი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მოჩიმას ეროვნული პარკი, რომელიც განთქმულია ნავებითა და ვენესუელის ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროები.
კუმანაში დაიბადა ანტონიო ხოსე დე სუკრე — მთელი სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმაღლესი ლიდერი, ასევე ანდრეს ელოი ბლანკო — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვენესუელელი პოეტი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] დაარქივებული 2009-03-20 საიტზე Wayback Machine. Sucre State Government: Cumaná in History (Spanish)