კუიაბა (პორტ. Cuiabá) — ქალაქი ბრაზილიაში, მატუ-გროსუს შტატის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, სამხრეთ ამერიკის ზუსტ ცენტრში. მეზობელ ქალაქ ვარზეა-გრანდისთან ერთად აყალიბებს შტატის აგლომერაციას.[1]

მუნიციპალიტეტი
კუიაბა
Cuiabá

ქალაქის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
დაქვემდებარება ქალაქი და მუნიციპალიტეტი
რეგიონი ცენტრალური-დასავლეთი
შტატი (ბრაზილია)|ბრაზილიის შტატები | შტატი მატუ-გროსუ
კოორდინატები 15°35′45″ ს. გ. 56°05′49″ დ. გ. / 15.59583° ს. გ. 56.09694° დ. გ. / -15.59583; -56.09694
მერი ფრანსისკუ ფილიუ
დაარსდა 1727
ფართობი 3 538 კმ²
ცენტრის სიმაღლე 165
მოსახლეობა 551 098 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 153,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი +55 65
საფოსტო ინდექსი 78000-000
ოფიციალური საიტი cuiaba.mt.gov.br
კუიაბა — ბრაზილია
კუიაბა

ქალაქი დაარსდა 1727 წლის 1 იანვარს, ოქროს ციებ-ცხელების დროს;[2] 1818 წელს გახდა შტატის დედაქალაქი. კუიაბა ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრია ვრცელი მესაქონლეობისა და სასოფლო-სამეურნეო არეალისთვის. ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლიდა კუიაბას იზოლაცია და სამუშაო ძალის ნაკლებობა. კომუნიკაციის მნიშვნელოვან საარსებო საშუალებად რჩება სამდინარო ტრანსპორტი.[3]

კუიაბა ურბანული არეალის გულია, რომელიც ასევე მოიცავს შტატის სიდიდით მეორე ქალაქ ვარზეა-გრანდის. მას შემდეგ, რაც 2000 წელს დასრულდა ბოლივიიდან ბუნებრივი აირის გაზსადენის მშენებლობა, გაიზარდა თერმული და ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა. ქალაქში მდებარეობს მატუ-გროსუს ფედერალური უნივერსიტეტი და შტატის უდიდესი საფეხბურთო სტადიონი არენა-პანტანალი.[4]

ქალაქი მდიდარია ევროპული, აფრიკული და ადგილობრივი ამერიკული გავლენის ნაზავითა და ამ ფაქტის ამსახველი მუზეუმებით. კუიაბა ასევე გამოირჩევა თავის სამზარეულოთი, ცეკვით, მუსიკითა და ხელოსნობით. „ამაზონის სამხრეთის ჭიშკრის“ სახელით ცნობილ კუიაბაში კლიმატი ტროპიკულია. კუიაბა ფიფა-ს 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. [Mato Grosso - information (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-24. ციტირების თარიღი: 2014-06-14. Mato Grosso - information (ინგლისური)]
  2. [City in Focus: Cuiabá, Brazil (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-28. ციტირების თარიღი: 2014-06-14. City in Focus: Cuiabá, Brazil (ინგლისური)]
  3. Cuiaba facts (ინგლისური)
  4. Cuiaba - Britannica (ინგლისური)
  5. თავის მხრივ, ეს ქალაქიც კონტინენტის (აზიის) ზუსტ ცენტრში მდებარეობს