კუანტანი
კუანტანი (ჯავი: كوانتن) ― ქალაქი მალაიზიაში, პაჰანგის შტატის დედაქალაქ. მდებარეობს მდინარე კუანტანის შესართავთან. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, კუანტანი მე-18 ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის და პირველ ადგილზეა ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროს მასშტაბით.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კუანტანი | |
ქვეყანა | მალაიზია |
კოორდინატები | 3°49′00″ ჩ. გ. 103°20′00″ ა. გ. / 3.81667° ჩ. გ. 103.33333° ა. გ. |
დაარსდა | 1851 |
ფართობი | 1143 square mile |
ცენტრის სიმაღლე | 22 მეტრი |
მოსახლეობა | 607 778 (1 იანვარი, 2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
საფოსტო ინდექსი | 25xxx, 26xxx |
ოფიციალური საიტი | http://mpk.gov.my/ |
1955 წელს შტატ პაჰანგის ადმინისტრაციული ცენტრი ოფიციალურად გადავიდა კუალა-ლიპისიდან კუანტანში.
ისტორია
რედაქტირებაპირველ საუკუნეში კუანტანი ჩიჰ-ტუს იმპერიის ნაწილი იყო. XI საუკუნეში მიწის ნაწილი პატარა იმპერიამ, ფჰენგ-ხენგმა, ხოლო XII საუკუნეში სიამის იმპერიამ დაიპყრო. XV საუკუნეში კუანტანი მალაკის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
წარსულში კუანტანი ტერუნტუმის სოფლის (Kampung Teruntum) სახელწოდებით იყო ცნობილი. სოფელი მდინარე ტერუნტუმის შესართავთან მდებარეობდა. კუანტანი 1850-იან წლებში ჰაჯი სენიკმა და მისმა მიმდევრებმა დააარსეს. წამყვან ეკონომიკურ აქტივობებს მეთევზეობა და მცირე ბიზნესი შეადგენდა. სოფლის დაარსებაზე სასაფლაო მიანიშნევს, რომელიც ტამანის ესპლანადის მახლობლად მდებარეობს, ტენგკუ ამპუან აფსანის საავადმყოფოს წინ მდებარეობს.
მე-19 საუკუნის ბოლოს ჩინელი მაღაროელების და ვაჭრების ჩამოსვლასთან ერთად კუანტანსა კალის მომპოვებელი ტერიტორიების მახლობლად, როგორებიცაა გამბანგი და სუნგაი-ლემბინგი, დასახლებები შეიქმნა. ისევე, როგორც ნახევარკუნძულის მალაიზიის სხვა შტატებში, კაუჩუკის პლანტაციებმა ინდოელი ახალმოსახლეებიც მიიზიდა.
1941 წლის 10 დეკემბერს კუანტანის სანაპიროს მახლობლად ხომალდები Prince of Wales და Repulse ჩაიძირა.
2021 წლის 21 თებერვალს სულთანმა აბდულამ კუანტანი ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქად და საქალაქო საბჭოს კუანტანის საქალაქო საბჭო ეწოდა.[1]
მმართველობა
რედაქტირება1955 წელს პაჰანგის შტატის მთავრობამ პაჰანგის ადმინისტრაციული ცენტრი კუალა-ლიპისიდან კუანტანში გადატანა. ქალაქ კუანტანის ურბანული ტერიტორია ძირითადად კუალა-კუანტანისა და ბესერაჰის მუქიმების ტერიტორიაზე მდებარეობს.
ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანო კუანტანის საქალაქო საბჭოა. 1913 წლიდან 1937 წლამდე მას კუანტანის სანიტარული საბჭო (Lembaga Kesihatan Kuantan) ეწოდებოდა, 1937-დან 1953 წლამდე ― კუანტანის ქალაქის საბჭო (Lembaga Bandaran Kuantan), 1953 წლიდან 1979 წლის 31 აგვისტომდე ― კუანტანის საქალაქო საბჭო (Majlis Bandaran Kuantan), ხოლო 1979 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 20 თებერვლამდე ― კუანტანის მუნიციპალური საბჭო (Majlis Perbandaran Kuantan).
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კუანტანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. შტატის ტერიტორიაზე ორ სეზონი გამოიყოფა: „მშრალი“ და ცხელი სეზონი და წვიმიანი სეზონი. „მშრალი“ და ცხელი სეზონი (ფარდობითი ტერმინი, რადგან ქალაქს კარგად გამოხატული მშრალი სეზონი არ აქვს) სუმატრიდან ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროსკენ მქროლავი სამხრეთ-დასავლეთის ქარების დროს ხდება, რომელსაც ტიტივანგსის ქედი ეღობება. ტემპერატურამ შეიძება 40 °C-ს მიაღწიოს. წვიმების სეზონი ჩვეულებრივ ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება. ამ სეზონის დროს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები ქრის, ღრუბლიანობითა და დიდი რაოდენობით ნალექიანობით ხასაითდება.
2006 წელს სუმატრიდან და ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეეთ სანაპიროდან წამოსული მშრალი ნაწილაკების ნისლის გამო კუანტანში ჰაერი დაბინძურდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ხილვადობის პირობებზე.
დემოგრაფია
რედაქტირება2010 წლისთვის კუანტანის მოსახლეობა დაახლოებით 427 515 ადამიანს შეადგენდა. მათგან 78.5%-ს მალაიელები, 17.9%-ს ჩინელები, 3.3%-ს ინდოელები, ხოლო 0.3%-ს სხვა ეთნოსის წარმომადგენლები შეადგენდნენ. ქვემოთ მოცემული ცხრილი მალაიზიის სტატისტიკის დეპარტამენტის 2010 წლის აღწერის მიხედვითაა შედგენილი:
ეთნიკური ჯგუფები 2010 წლის აღწერის მიხედვით | ||
---|---|---|
ეთნოსი | მოსახლეობა | % |
ბუმიპუტერა | 335,599 | 78.5% |
ჩინელი მალაიზიელები | 76,525 | 17.9% |
მალაიზიელი ინდოელები | 14,108 | 3.3% |
სხვები | 1,282 | 0.3% |
2019 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 529 600 ადამიანამდე გაიზარდა.[2]
ეკონომიკა
რედაქტირებაკუანტანის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგი ტურიზმია. ადგილობრივ დონეზე კუანტანი ხელნაკეთი ნივთების, ბატიკის, კეროპოკისა (მშრალი თევზის კრეკერები) და მარილიანი თევზის წარმოებითაა ცნობილი. კუანტანი პაჰანგის ადმინისტრაციული და კომერციული დედაქალაქის ფუნქციას ასრულებს. ქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს ვაჭრობა და კომერცია შეადგენს. ადგილობრივ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მერქნის წარმოება, ნაყინისა და თევზის მრეწველობა.
ქალაქში განვითარებულია ნავთობქიმიური მრეწველობა, მეტწილად გებენგში, ინდუსტრიულ ტერიტორიაზე, რომელიც კუანტანიდან 25 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. კუანტანში მოღვაწეობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: [3] BP Chemicals,[4] MTBE,[5] Flexsys,[6] Bredero Shaw,[7] Eastman Chemical, Kaneka,[8] Polyplastics,[9] Mieco,[10] KNM,[11] JiKang,[12] W.R. Grace and Company, Sealed Air, Wasco Pipeline Coatings,[13] AMC,[14] და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kuantan City Portal | KCPbantu Laman Bantuan untuk Rakyat Malaysia დაარქივებული 2022-12-31 საიტზე Wayback Machine.
- Official website of Kuantan Municipal Council
- Pahang Tourism Official Website
- Satellite Image of Kuantan City
- Weather forecast for Kuantan City დაარქივებული 2017-06-30 საიტზე Wayback Machine.
- Visit Pahang Official Website დაარქივებული 2023-11-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Kuantan is now a city“. The Star (Malaysia). 21 February 2021. ციტირების თარიღი: 21 February 2021.
- ↑ Pengenalan Newsletter. ციტირების თარიღი: 17 July 2022
- ↑ BASF PETRONAS Chemicals. ციტირების თარიღი: 19 November 2011
- ↑ BP Chemicals. ციტირების თარიღი: 19 November 2011
- ↑ MTBE. Petronas.com.my. ციტირების თარიღი: 19 November 2011
- ↑ Eastman in the Automotive Industry – Overview. ციტირების თარიღი: 20 June 2016
- ↑ Bredero Shaw. Shawcor.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 19 November 2011
- ↑ Kaneka. Kaneka. ციტირების თარიღი: 19 November 2011
- ↑ Polyplastics. Polyplastics. ციტირების თარიღი: 19 November 2011
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Mieco. ციტირების თარიღი: 17 July 2022
- ↑ KNM Home.
- ↑ JiKang. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 19 November 2011
- ↑ Wasco Energy Limited. Wascoenergy.com. Retrieved on 27 September 2013.
- ↑ AMC. ციტირების თარიღი: 19 November 2011