კრის ვუდი (მსახიობი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქრისტოფერ ჩარლზ ვუდი[1] (ინგლ. Christopher Charles Wood; დ. 14 აპრილი, 1988[2]) — ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია თავისი შესრულებული როლით, როგორც კეი პარკერი, the CW-ს სატელევიზიო სერიალიას, ვამპირის დღიურების მეექვსე სეზონში. შემდგომ გადაიღეს კომედიურ, დრამატულ სატელევიზიო სერიალში, „კერის დღიურები“-ში, როგორც მწერალი-ადამ უივერი. 2016 წელს იღებდნენ CW-ს სატელევიზიო სერიალში, „კარანტინი“-ში, სადაც იგი თამაშობდა მთავარ, ატლანტის პოლიციის ოფიცერის ჯეიკ რილის როლს. 2016 წლიდან 2018 წლამდე, Mon-El-ის როლს თამაშობდა სატელევიზიო სერიალ „სუპერგოგონა“-ში.

კრის ვუდი

კრის ვუდი 2017 წელს, San Diego Comic-Con-ზე
დაბადების სახელი ქრისტოფერ ჩარლზ ვუდი
დაბადების თარიღი 14 აპრილი, 1988 (1988-04-14) (36 წლის)
ოჰაიო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ილონის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2010-დღემდე
მეუღლე(ები) მელისა ბენოისტი (იქ. 2019)

ადრინდელი ცხოვრება

რედაქტირება

კრის ვუდი დაიბადა 1988 წლის 14 აპრილს, ოჰაიოში, აშშ-ში. მან ჩრდილოეთ კაროლინაში, 2010 წელს დაამთავარა ილონის უნივერსიტეტი.[3] იგი კოლეჯის პერიოდიდან მეგობრობს ამერიკელ მსახიობთან და მომღერალთან, გრანთ გასტინთან.[4]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კრის ვუდმა და სერიალის „სუპერგოგონა“-ს მთავარმა მსახიობმა, მელისა ბენოისტმა სასიყვარულო ურთიერთობა 2017 წელს დაიწყეს. ხოლო, 2019 წლის სექტემბერს იქორწინეს.[5] 2020 წლის 4 მარტს, წყვილმა სოციალური ქსელის-ინსტაგრამის მეშვეობით დაანონსეს რომ ისინი თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან.[6][7]

  1. Chris Wood. TV Guide. ციტირების თარიღი: February 7, 2017.
  2. Chris Wood. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 10, 2017. ციტირების თარიღი: February 7, 2017.
  3. Elon University Performing Arts Alumni. Elon University Performing Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-24. ციტირების თარიღი: 2020-03-06.
  4. Abrams, Natalie. (March 20, 2017) Grant Gustin on Being Back in his element. Entertainment Weekly. ციტატა: „...But the weirdest person is actually Chris Wood, because we went to Elon University together, we were musical theater majors together, and we were very good friends in school.“ ციტირების თარიღი: April 2, 2017
  5. Guglielmi, Jodi. Supergirl Costars Melissa Benoist and Chris Wood Are Married: Reports. ციტირების თარიღი: 6 September 2019.
  6. Chris Wood on Instagram: "The photo is a joke but the news is real...!!! 👶🏻🍼🤗" en. ციტირების თარიღი: 2020-03-04
  7. Melissa Benoist on Instagram: "A non-canine child is coming to our family very soon!!! 😱😆😭 @christophrwood has always been an old dad by nature but now he’s going to be a…" en. ციტირების თარიღი: 2020-03-04