კრისტობალ დაკოსტა ან კრისტობალ აკოსტა (პორტ. Cristóbal Acosta, Christoval Acosta, Cristóvão da Costa, ლათ. Christophorus Acosta Africanus; დ. 1515 — გ. 1594) — პორტუგალიელი ექიმი და ბუნების ისტორიკოსი. იგი ითვლება აღმოსავლეთის მცენარეების შემსწავლელებში, განსაკუთრებით მათი ფარმაკოლოგიაში გამოყენების პიონერად. იგი, აფთიაქარ ტომე პირესთან და ექიმ გარსია დე ორტასთან ერთად იყო ინდო-პორტუგალიური მედიცინის ერთ-ერთი პიონერი. მან 1578 წელს გამოსცა წიგნი აღმოსავლური სამკურნალო მცენარეების შესახებ, სახელწოდებით „Tractado de las drogas y medicinas de la Indias Orientales“.

კრისტობალ აკოსტა
პორტ. Cristóvão da Costa
ესპ. Cristóbal Acosta
დაბ. თარიღი 1515[1]
დაბ. ადგილი ტანჟერი
გარდ. თარიღი 1594
გარდ. ადგილი უელვა
მოქალაქეობა ესპანეთი
პორტუგალიის სამეფო
საქმიანობა ბოტანიკოსი და ექიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
მთავარი გვერდი 1578 წლის კრისტოვაო და კოსტას მიერ ესპანური გამოცემიდან Tractado de las drogas y medicinas de las Indias Orientales.

ითვლება, რომ კრისტობალ აკოსტა დაიბადა აფრიკაში, სავარაუდოდ ტანჟერში, სეუტაში ან პორტუგალიურ კაბო ვერდეში, რადგან თავის ნაშრომში იგი აცხადებს, რომ აფრიკელია (Christophorus Acosta Africanus), მაგრამ მისი დაბადების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ის სავარაუდოდ სალამანკაში სწავლობდა და პირველად 1550 წელს აღმოსავლეთ ინდოეთში იმოგზაურა, როგორც ჯარისკაცმა. მან მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ზოგიერთ კამპანიაში, რომლის დროსაც იგი ტყვედ ჩავარდა. პორტუგალიაში დაბრუნების შემდეგ იგი შეუერთდა თავის ყოფილ კაპიტანს, ლუის დე ატაიდს, რომელიც დანიშნული იყო პორტუგალიის ინდოეთის მეფისნაცვლად. 1568 წელს ის დაბრუნდა გოაში, გარსია დე ორტას გარდაცვალებზე. იგი მსახურობდა მეფისნაცვლის პირად ექიმად და 1569 წელს დაინიშნა კოჩინის სამეფო საავადმყოფოს ექიმად, სადაც მას საშუალება ჰქონდა ემკურნალა კოჩინის მეფე. 1571 წლისთვის იგი აგროვებდა ბოტანიკურ ნიმუშებს ინდოეთის სხვადასხვა კუთხიდან. 1572 წელს ატაიდეს ვადის დასრულების შემდეგ ის პორტუგალიაში დაბრუნდა. 1576-1587 წლებში მსახურობდა ქირურგად და შემდეგ ექიმად ბურგოსში (ესპანეთი).

1578 წელს ბურგოსში მან გამოაქვეყნა ნაშრომი, „ტრაქტატი აღმოსავლეთ ინდოეთის წამლებისა და მედიკამენტების შესახებ“ (Tractado de las drogas y medicinas de las Indias orientales).

მისი სხვა საყურადღებო ნამუშევარი იყო „Tractado de la yerbas, plantas, frutas y animales“, რომელიც ამჟამად ითვლება დაკარგულად.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, აკოსტა განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. იგი გარდაიცვალა ესპანეთში, უელვაში 1594 წელს.

მის პატივსაცემად მთვარის ხილულ მხარეზე მდებარე კრატერს დაარქვეს სახელი აკოსტა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #100003532 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.