კრისტა კიურუ
კრისტა კიურუ (ფინ. Krista Kiuru; დ. 5 აგვისტო 1974, პორი, ფინეთი) — ფინელი პოლიტიკოსი. ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ედუსკუნტის წევრი 2007 წლის 21 მარტიდან. 2019 წლის 6 ივნისიდან საოჯახო საკითხებისა და საბაზისო სერვისების მინისტრი სანა მარინის კაბინეტში.
კრისტა კიურუ | |
საოჯახო საკითხებისა და საბაზისო სერვისების მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 6 ივნისი, 2019 |
პრემიერ-მინისტრი | ანტი რინე, სანა მარინი |
წინამორბედი | ანიკა საარიკო |
ფინეთის განათლების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 2014 – 29 მაისი, 2015 | |
წინამორბედი | პია ვიიტაინენი |
მემკვიდრე | სანი გრან-ლაასონენი |
საცხოვრებელი მშენებლობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ივნისი, 2011 – 23 მაისი, 2013 | |
წინამორბედი | იან ვაპაავუორი |
მემკვიდრე | პია ვიიტაინენი |
დაბადებული | 5 აგვისტო, 1974 პორი, ფინეთი |
პოლიტიკური პარტია | ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია |
საიტი | kristakiuru.fi |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წლის 5 აგვისტოს ქალაქ პორიში, ფინეთის დასავლეთ ნაწილში. განათლებით მასწავლებელია, 2001 წელს დაასრულა ტურკუს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი.[1]
ედუსკუნტის დეპუტატად აირჩიეს 2007 წლის 18 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. 2011 წლის 22 ივნისს დანიშნეს საცხოვრებელი მშენებლობის მინსიტრად იურკი კატაინენის მთავრობაში.
2012 წელს პარტიის ყრილობაზე აირჩიეს ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველ მოადგილედ.
2013 წლის 17 მაისს კატაინენის მთავრობაში ცვლილება განხორციელდა: კიურუ დანიშნეს განათლების მინისტრად, ხოლო მის ადგილზე დანიშნეს პია ვიიტაინენი.
2019 წლის 6 ივნისს მიიღო საოჯახო საკითხებისა და საბაზისო სერვისების მინისტრის პორტფელი ანტი რინეს, ხოლო 2019 წლის 10 დეკემბრიდან სანა მარინის მთავრობაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Krista Kiuru. Eduskunta. ციტირების თარიღი: 2019-12-12.
- Krista Kiuru, Minister of Family Affairs and Social Services. Finnish Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-02. ციტირების თარიღი: 2019-12-12.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Krista Kiuru. Eduskunta. ციტირების თარიღი: 2019-12-12.