კრესნის ხეობის ბრძოლა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
კრესნის ხეობის ბრძოლა
ბალკანეთის მეორე ომის ნაწილი

კრესნის ხეობის ბრძოლა
თარიღი 8-18 ივლისი 1826 წელი
მდებარეობა კრესნის ხეობა
შედეგი ბულგარელთა გამარჯვება
ბერძნების მიერ კრესნის უღელტეხილი დაკავება
ბერძნების შეტევა ქალაქ სოფიაზე
მხარეები
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, თარგი:ქვეყნის მონაცემები ბულგარეთის
მეთაურები
კონსტანტინოს I ნიკოლა ივანოვი
მიხაილ სავოვი
ძალები
80 ბატალიონი 110 ბატალიონი
დანაკარგები
10 000 მოკლული, დაჭრილი ან ტყვედ ჩავარდნილი უცნობია
კრესნის ხეობის ბრძოლა ვიკისაწყობში

კრესნის ხეობის ბრძოლა (1913 წელი) — ბალკანეთის მეორე ომის ერთ-ერთი დიდი ბრძოლა, ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის. ბრძოლა მიმდინარეობდა 11 დღე, 8-18 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ფრონტი გადაჭიმული იყო 20 კილომეტრზე. ეს იყო ომის ბოლო ფაზა, რის შემდეგაც საბერძნეთმა წინსვლა შეწყვიტა და დაიდო ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება.

წინაპირობა

რედაქტირება

სერბეთის ფრონტის დასტაბილურებისა და ბულგარელთა საბერძნეთში მარცხის შემდეგ, საბერძნეთის მეფემ კონსტანტინოს I-მა, გასცა ბრძანება, რომ გაემწვავებინათ შეტევები ბულგარეთზე და დაეპყროთ მისი დედაქალაქი სოფია. კონსტანტინეს სურდა გადამწყვეტი გამარჯვება ომში, მიუხედავად პრემიერ მინისტრის, ელეფთერიოს ვენიზელოსის წინააღმდეგობისა, რომელმაც გააცნობიერა, რომ სერბებმა, იხეირეს ახალი ტერიტორიების დაკავებით, გადაწყვიტეს ომში პასიური მდგომარეობა შეენარჩუნებინათ, ამით კი საბრძოლო ფრონტი საბერძნეთში გადაიწევდა. ბერძნულ არმიას ოსმალეთის ჯარების ლიდერის, ენვერ ფაშასგანაც უნდა ეთხოვათ დახმარება. ამის ნაცვლად მან ანატოლიაში 120 000 ბერძენი მოკლა. ბერძნები მთლიანად ალყაში იყვნენ მოქცეულები, ამიტომ მათ უნდა ეთხოვათ მშვიდობა, სანამ ბულგარელები მთელ ბერძნულ არმიას გაანადგურებდნენ.

კონფლიქტი

რედაქტირება

ბერძნების შეტევა და კრესნის უღელტეხილის დაკავება

რედაქტირება

დოირანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ბერძნულმა ძალებმა განაგრძეს წინსვლა ჩრდილოეთით. 18 ივლისს, პირველმა ბერძნულმა დივიზიამ მოახერხა ბულგარეთის დაცვისთვის ეიძულებინათ უკან დახევა და კრესნის უღელტეხილის სამხრეთ ნაწილში გადასვლა.

უღელტეხილზე ბერძნებს ჩასაფრებული დახვდათ ბულგარეთის მე-2 და მე-4 არმიები, რომლებიც ახლად ჩამოსულები იყვნენ სერბეთის ფრონტიდან და დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები. თუმცა სასტიკი ბრძოლის შემდეგ ბერძნებმა მოახერხეს კრესნის უღელტეხილის გარღვევა. ბერძნების წინსვლა გაგრძელდა და 25 ივლისს უღელტეხილის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი კრუპნიკი აიღეს, რის გამოც ბულგარეთის ჯარებს აიძულეს სიმიტლისკენ გაქცევა. სიმიტლი აიღეს 26 ივლისს, ხოლო 27-28 ივლისის ღამით ბულგარეთის ძალები ჩრდილოეთით გორნა ჯუმაიაში გადავიდნენ (ახლანდელი ბლაგოევგრადი), სოფიას სამხრეთით 76 კმ.

ამასობაში ბერძნულმა ძალებმა განაგრძეს ლაშქრობა დასავლეთ თრაკიაში და 26 ივლისს შევიდნენ ქსანტიში. მეორე დღეს ბერძნული ძალები შევიდნენ კომოტინში, ბულგარეთის წინააღმდეგობის გარეშე.

ბულგარეთის კონტრშეტევა და ზავი

რედაქტირება

ბერძნული არმია გორნა ჯუმაიას წინ გააჩერა ბულგარეთის დიდმა წინააღმდეგობამ. 28 ივლისს ბერძნულმა ძალებმა განაახლეს შეტევა და დაიპყრეს ხაზი, რომელიც გადაჭიმული იყო ჩეროვოდან 1378 გორამდე, გორნა ჯუმაიას სამხრეთ-აღმოსავლეთით. 28 ივლისის საღამოს ბულგარელები იძულებულები გახნენ ქალაქი მიეტოვებინათ.

მეორე დღეს, ბულგარელებმა სცადეს ბერძნების ალყაში მოქცევა როგორც ეს ჰანიბალმა მოახერხა კანეს ბრძოლაში, რომაელტა წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ბერძნებმა დაიწყეს კონტრშეტევა მეჰომიასა და კრესნის დასავლეთით. 30 ივლისისთვის ბულგარეთის თავდასხმები დიდწილად შემცირდა. აღმოსავლეთ ფლანგზე ბერძნულმა არმიამ პრედელას უღელტეხილის გავლით მეჰომიას მიმართულებით შეტევა დაიწყო. შეტევა ბულგარულმა არმიამ შეაჩერა უღელტეხილის აღმოსავლეთ მხარეს და საბრძოლო მოედანზე ჩიხში შევიდა. დასავლეთ ფლანგზე შეტევა დაიწყო ჩარევო სელოს წინააღმდეგ სერბეთის ხაზებთან მიღწევის წინააღმდეგ. ეს ვერ მოხერხდა და ბულგარეთის არმიამ განაგრძო წინსვლა, განსაკუთრებით სამხრეთში, სადაც 29 ივლისისთვის ბულგარულმა ჯარებმა გადაჭრეს უკნადასახევი გზა. რის გამოც, ბერძნებს უკან დასახევად მხოლოდ 1 გზაღა ჰქონდათ დარჩენილი.

სამდღიანი ბრძოლის შემდეგ პეჰჩევოსა და მეჰომიას სექტორებში, ბერძნულმა ძალებმა შეინარჩუნეს პოზიციები. 30 ივლისს საბერძნეთის შტაბი გეგმავდა ახალი შეტევის დაწყებას გორნა ჯუმაიას სექტორისკენ წინსვლის მიზნით. იმ დღეს საომარი მოქმედებები გაგრძელეს ბულგარეთის ძალებმა, ისინი განლაგდნენ სტრატეგიულ პოზიციებზე ქალაქის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით.

იმავდროულად, მეფე კონსტანტინოს I-მა, რომელმაც უგულებელყო ბულგარეთის მოთხოვნა ზავის შესახებ სოფიაში ლაშქრობის დროს, აცნობა პრემიერ მინისტრ ვენიზელოსს, რომ მისი არმია "ფიზიკურად და მორალურად იყო ამოწურული" და მოუწოდა მას რუმინეთის შუამავლობით ეთხოვა საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ამ მოთხოვნის შედეგად ხელი მოეწერა ბუქარესტის ხელშეკრულებას 31 ივლისს 1913 წლის 18 ივლისი, რომელმაც დაასრულა მეორე ბალკანეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა.

გამარჯვებული

რედაქტირება

ზავის შედეგად ორივე მხარე ამტკიცებდა გამარჯვებას. ბერძნული თვალსაზრისით, თერთმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ბულგარელებმა აშკარად ვერ მოახერხეს ბერძნული არმიის ფლანგების შემობრუნება და, შესაბამისად, ბერძნებმა ეს ბრძოლა თავდაცვით გამარჯვებად მიიჩნიეს. ბულგარელებს სჯეროდათ, რომ ისინი იყვნენ გამარჯვებულები, რადგან მათმა თავდასხმამ წარმატებით შეაჩერა ბერძნული არმიის წინსვლა სოფიასკენ და აიძულა ბერძნები დათანხმებულიყვნენ ზავს. ამ მოსაზრებას ამყარებს ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ზავის შეწყვეტით დასრულდა, ომის ბოლოს ბერძნულ არმიას განადგურება ემუქრებოდა. თუმცა, ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ ბულგარელებმა ჩართეს მთელი მათი ხელთ არსებული ძალები გახანგრძლივებულ ბრძოლაში და აკლდათ დამატებითი ცოცხალი ძალა ბერძნული ძალების ალყაში მოქცევისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება