კრებული Q-980
კრებული Q-980 — საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში Q-980-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.
ხელნაწერი შეიცავს 126 ფურცელს; მისი ზომებია 22X16,5; შესრულებულია ქაღალდზე; ნაწერია მხედრულით; სათაურები სინგურით; აქვს ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ხელნაწერი დაზიანებულია; გადამწერი არის ბერი სერაპიონი; დამკვეთი — გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძე; გადაწერილია 1851 წელს. კრებულში შედის ანდრია სალოსის ცხოვრება და სახარების განმარტება. ანდერძი გვამცნობს, რომ ანდრია სალოსის ცხოვრება ეკუთვნოდა კნეინა კესარია ნიკოლოზ დადიანის ასულს, დამკვეთ გიორგის დედას. ანდერძი მიუთითებს რომ ხელნაწერი დაიწერა: აფხაზეთის მემკვიდრის გიორგი მიხაილის ძის შარვაშიძის ბრძანებით 1854 წლის 19 აგვისტოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ახალი (Q) კოლექცია, ტ. II, შედგენილია და დასაბეჭდად დამზადებული თ. ბრეგაძის, თ. ენუქიძის, ნ. კასრაძის. ელ. მეტრეველის, ლ. ქუთათელაძისა და ქრ. შარაშიძის მიერ, ილ. აბულაძის რედაქციით. თბ., 1958. გვ. 388.