კრაშენინიკოვის ვულკანი

კრაშენინიკოვის ვულკანი (რუს. Вулкан Крашенинникова) — სტრატოვულკანი რუსეთში, კამჩატკის მხარეში. მოქცეულია კრონოცკაიას ნაკრძალის ტერიტორიაზე, ტბა კრონოცკოედან სამხრეთით 13 კმ-ში. სიმაღლე 1856 მ. შედის კამჩატკის აღმოსავლეთ ვულკანური სარტყელის შემადგენლობაში და მისი უშუალო მეზობელია ვულკანი კიხპინიჩი (1552 მ).[1]

კრაშენინიკოვის ვულკანი
კრაშენინიკოვის ვულკანი
კრაშენინიკოვის ვულკანი
კოორდინატები: 54°35′36″ ჩ. გ. 160°16′24″ ა. გ. / 54.59333° ჩ. გ. 160.27333° ა. გ. / 54.59333; 160.27333
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კამჩატკის მხარე
სიმაღლე 1856 
ქედი აღმოსავლეთის ქედი
ბოლო ამოფრქვევა 1550 (?)
კრაშენინიკოვის ვულკანი — რუსეთი
კრაშენინიკოვის ვულკანი
კრაშენინიკოვის ვულკანი — კამჩატკის მხარე
კრაშენინიკოვის ვულკანი
სურათები ვიკისაწყობში

მიაკუთვნებენ მოქმედ ვულკანთა ჯგუფს, რის დამამტკიცებელ საბუთად უახლეს ლავურ ნაკადებს იშველიებენ. ამასთან, ვულკანის ირგვლივ არაფერი იზრდება, რაც აგრეთვე არაშორეულ ამოფრქვევაზე მიუთითებს. კრაშენინიკოვის ვულკანი წარმოდგენილია ორი შერწყმული კონუსით, რომლებიც ჩაქცევით კალდერაშია განლაგებული და წარმოქმნილია კატასტროფული ამოფრქვევის შედეგად. კალდერის დიამეტრია 9 კმ, სიღრმე 400 მ. სამხრეთი კონუსის აბსოლუტური სიმაღლეა 1856 მ, შეფარდებითი — 850 მ, ჩრდილოეთისა — 1760 და 760 მ შესაბამისად.[2]

სამხრეთი კონუსი დაგვირგვინებულია 800 მ დიამეტრისა და 140 მ სიღრმის კრატერით. ჩრდილოეთი კონუსი შედარებით ახალგაზრდაა, აქვს რთული ტელესკოპური აგებულება, მისი მწვერვალი გარშემორტყმულია ორკილომეტრიანი კალდერით, რომელშიც განლაგებულია შუა კონუსი და მის კრატერში — ლავური კონუსი. სამხრეთი კონუსის ამოფრქვევის პროდუქტების მოცულობაა 15,5 კმ³, ჩრდილოეთისა — 10 კმ³. უმეტესწილად აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტებით. კალდერულ კომპლექსებში გვხვდება ქანების ყველაზე მარტივი სხვაობები. კალდერის ასაკის დაახლოებით 39 600 წელი.[2]

ვულკანის ცენტრალურმა კონუსებმა თავიანთი მოქმედება დაიწყეს დაახლოებით 11 ათ. წლის წინ. სამხრეთი კონუსი ჩამოყალიბდა 11-6,5 ათ. წლის წინ, ჩრდილოეთისა — 6,4-2 ათ. წლის წინ, ხოლო ჩრდილოეთის შუა კონუსი 1300-1100 წლის წინ. კრატერში ლავების ამოფრქვევა და ლავური კონუსის წარმოქმნა მოხდა დაახლოებით 600-400 წლის წინ. ფუმაროლური აქტივობა შეინიშნებოდა შუა კონუსის კრატერში და ლავებთან იყო დაკავშირებული თავის სამხრეთ ნაწილში.[2]

ორთქლაირის ჭავლის ტემპერატურა უდრიდა 35-40°С-ს. ამჟამად ფუმაროლური აქტივობა არ შეინიშნება.[3] უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1550 წელს.[4]

სახელი ეწოდა ციმბირისა და კამჩატკის მკვლევრის — სტეფანე კრაშენინიკოვის (1711-1755) პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Вулкан Кихпиныч. Камчатский край. Краеведческий сайт
  2. 2.0 2.1 2.2 Камчатка : Справочник туриста / кол. авторов. — Петропавловск-Камчатский : РИО КОТ, 1994. — 228 с.
  3. Семенов В. И. В краю горячих источников. — Петропавловск-Камчатский : Дальиздат., 1988. — 143 с.
  4. Krasheninnikov. Global Volcanism Program Smithsonian Institution