კრასნოოქტიაბრსკის ხიდი

კრასნოოქტიაბრსკის ხიდი (რუს. Краснооктя́брьский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, შემოვლით არხზე, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულს და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს.

კრასნოოქტიაბრსკის ხიდი
რუს. Краснооктя́брьский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°17′39″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.29417° ა. გ. / 59.90889; 30.29417
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 32,44 
სიგანე 18,8 
გახსნის თარიღი 1909 წ.
კრასნოოქტიაბრსკის ხიდი — რუსეთი
კრასნოოქტიაბრსკის ხიდი
კრასნოოქტიაბრსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
კრასნოოქტიაბრსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს როზენშტეინის ქუჩის დასაწყისში.

ხიდთან ახლოს განთავსებულია 1911-1912 წლებში არქიტექტორ ნ. ვ. დმიტრიევის მიერ აგებული წითელარმიელთა სახლი, რომელიც მოდერნისტული არქიტექტურის ნიმუშია.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ტარაკანოვსკის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგური არის „ბალტიისკაია“, რომელიც მდებარეობს ხიდიდან დაახლოებით 350 მეტრში.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდს, რომელიც აქ არსებობდა 1914 წლიდან 1925 წლამდე, ერქვა ლეიხტენბერგის ხიდი, ლეიხტენბერგის ქუჩის მიხედვით. არსებული სახელი კი ხიდმა მიიღო 1958 წელს.

აღნიშნულ ადგილზე პირველი ხიდი ააგეს 1909 წელს. 1925 წელს მოძველებული ხიდი დაშალეს.

1957-1958 წლებში ახლოს მდებარე ნოვო-პეტერგოფსკის ხიდის განტვირთვის მიზნით და შემოვლით არხზე თბოსადენის მილების გაყვანისათვის ააგეს რკინა-ბეტონის ხიდი. თავდაპირველად იგეგმებოდა აეშენებინათ საფეხმავლო ხიდი-თბოსადენი, თუმცა დაპროექტებისას გეგმა შეიცვალა. ხიდის პროექტი შეიმუშავა „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა ვ. ვ. ბლაჟევიჩმა.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი რკინა-ბეტონითაა აგებული და მონოლითურია. განკუთვნილია საავტამობილო ტრანსპრტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი შედგება სამი ზოლისაგან და ტროტუარების მსგავსად ისიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ხიდის სიგრძეა 32,44 მეტრი, ხოლო სიგანე — 18,8 მეტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 466. — 511 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 328. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება