ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი (რუს. Новопетергофский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში, შემოვლით არხზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულს და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი ისტორიისა და კულტურის ძეგლია.
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი რუს. Ново-Петергофский мост | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°17′52″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.29778° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
ისტორიული სახელწოდება | შტიგლიცსკის ხიდი |
გამოყენების სფერო | საავტომობილო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
სიგრძე | 33,3 მ |
სიგანე | 23,3 მ |
გახსნის თარიღი | 1857 წ. |
დახურვის თარიღი | 1889 წ. |
რეკონსტრუქცია | 1908-1909, 1932 წწ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებააღნიშნული ხიდი, მდებარეობს ლერმონტოვის გამზირზე, რომელიც დაკავშირებულია ბალტიის რკინიგზის სადგურთან.
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდის დინების ზემოთ მდებარეობს ბალტიის ხიდი, ქვემოთ კი — კრასნოქტიაბრსკის ხიდი.
უახლოესი მეტროსადგური არის „ბალტიისკაია“, რომელიც მდებარეობს ხიდიდან დაახლოებით 230 მეტრში.
სახელწოდება
რედაქტირება1860 წლიდან 1914 წლამდე ხიდს ეწოდებოდა შტიგლიცსკის სახელი, ა. ლ. შტიგლიცის პატივსაცემად. ამჟამინდელი სახელი კი ნოვო-პეტერგოფსკის გამზირიდან მომდინარეობს.
ისტორია
რედაქტირებაამჟამინდელ ადგილზე, პირველი ხიდი ჯერ კიდევ 1857 წელს აშენდა. მოგვიანებით, დიზაინისა და სიზუსტის მცირე ცვლილებებით, ხიდი გარემონტდა 1889 წელს და 1908-1909 წლებში. ხიდის უკანასკნელი რეკონსტრუქცია განხორციელდა ინჟინერ კ. ვ. ეფიმიევის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით. 1920-იანი წლების ბოლოს, ლერმონტოვის გამზირზე, ტრამვაის ხაზის დაგეგმარების შემდგომ, საჭირო გახდა ახალი ხიდის აშენება. ხიდის მშენებლობა 1931-1932 წლებში განხორციელდა.
არქიტექტურა
რედაქტირებახიდის საერთო სიგრძე 33,3 მეტრია, ხოლო სიგანე — 23.3 მეტრი. ხიდი განკუთვნილია საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთათვის. ხიდის სავალი ნაწილი ოთხი ზოლისაგან შედგება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 139, 331. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ново-Петергофский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20180615114129/http://encspb.ru/object/2804006354 დაარქივებული 2018-06-15 საიტზე Wayback Machine. Ново-Петергофский мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга