ბალტიის ხიდი
ბალტიის ხიდი (რუს. Балтийский мост) — საფეხმავლო ხიდი-თბოსადენი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 33 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი.
ბალტიის ხიდი რუს. Балтийский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°18′01″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.30028° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო-თბოსადენი |
გადებულია | შემოვლითი არხი |
მასალა | რკინა-ბეტონი |
სიგრძე | 33 მ |
სიგანე | 4,5 მ |
მშენებლობის დაწყების თარიღი | 1956 |
გახსნის თარიღი | 1957 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებამდებარეობს ბალტიის რკინიგზის სადგურის მოედანთან. ხიდთან ახლოს მდებარეობს ბალტიის რკინიგზის სადგური და იზმაილოვოს პოლკის სასაწყობე შენობების ანსამბლი (კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში 1819-1822 წლებში აგებული შენობა, არქიტექტორი ვ. პ. სტასოვი).
დინების ზემოთ მდებარეობს მიტროფანოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „ბალტიისკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდის სახელი ცნობილია 1957 წლიდან და ეწოდა ბალტიის რკინიგზის სადგურის მიხედვით. ლიტერატურაში ასევე გვხვდება სახელწოდება ნოვო-ბალტიისკის ხიდი.
ისტორია
რედაქტირება1956-1957 წლებში შემოვლით არხზე თბოსადენის ასაგებად ინჟინერ ა. ა. კულიკოვისა და არქიტექტორ პ. ა. არეშევის პროექტით ააშენეს საფეხმავლო ხიდი-თბოსადენი. ხიდის ოფიციალური გახსნა გაიმართა 1957 წლის 31 დეკემბერს.
2007 წელს მიტროფანოვის ხიდის მშენებლობის დროს მოანგრიეს დეკორაციული ლამპრები, რომელიც დამონტაჟებული იყო ხიდის ორივე მხარეს. ასევე შეცვალეს პარაპეტის გრანიტის ბოლქვებიც.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია, აგებულია მეტალისაგან და თაღოვანია. იგი გამოიყენება ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი მოასფალტებულია. მოაჯირები თუჯისგანაა დამზადებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 26. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Балтийский мост //СПб ГБУ «Мостотрест»