კრასნოდარის სამხატვრო ხელოვნების მუზეუმი

(გადამისამართდა გვერდიდან კრასნოდარის მხატვრული მუზეუმი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კრასნოდარის ფ. ა. კოვალენკოს სახელობის ხელოვნების მუზეუმი (რუს. Краснодарский краевой художественный музей имени Ф. А. Коваленко) — ერთ-ერთი უძველესი ხელოვნების მუზეუმი ჩრდილოეთ კავკასიაში.

კრასნოდარის მხარის ხელოვნების მუზეუმი
45°01′03″ ჩ. გ. 38°58′03″ ა. გ. / 45.0176389° ჩ. გ. 38.9677694° ა. გ. / 45.0176389; 38.9677694
დაარსდა 1904
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დამაარსებლები ფიოდორ კოვალენკო
მდებარეობა კრასნოდარი
ოფიციალური საიტი http://kovalenkomuseum.ru/
Map

მუზეუმის ფონდში შედის ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკებისა და დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების 13000-მდე ნამუშევარი. რუსული ხელოვნების კოლექცია წარმოდგენილია ნოვგოროდის, მოსკოვის, ჩრდილოეთის ხატწერის სკოლებიდან.

მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილი განსაკუთრებით ღირებული სფეროები: რუსული ავანგარდი, იაპონური ფერადი ხის ჭრა (XVIII ს. — XIX საუკუნის შუა პერიოდი), XVI საუკუნის ნიდერლანდების ხელოვნება, რუსული და საბჭოთა მხატვრობა, ასევე ექსლიბრისი (XVIII-XX სს.).

ამჟამად მუზეუმის საგამოფენო ზონებს ემატება ვირტუალური სივრცე სენსორული პანელებით და ინტერაქტიული წიგნით „მუზეუმის ცხოვრების ქრონიკა. ისტორიის გვერდები.“

მუზეუმის დამაარსებელია ფიოდორ აკიმის ძე კოვალენკო (1866-1919), რომელმაც ქალაქს გადასცა თავისი სურათების, წიგნების და არქეოლოგიურ ფასეულობათა კოლექცია. ფონდის გახსნის შემდგომ გალერეა ივსებოდა ნაყიდი და ნაჩუქარი ექსპონატებით. საიმპერატორო სამხატვრო აკადემიიდან მიღებულ იქნა კუსტოდიევის, პიმონენკოს, ფრენცის სურათები; უტკინის, ზახაროვის, პოჟალოსტინის, მატეს გრავიურები. რუს ფერმწერებთან კოვალენკოს პირადი მიმოწერისა და ურთიერთობის შედეგად მიიღეს პოლენოვის, სვეტლიცკის, ფედოროვიჩის, ხარიტონოვის და სხვა მხატვრების საავტორო შემოწირულობები.

1905 წლიდან მოყოლებული კოვალენკო ყოველწლიურად აწყობდა საგაზაფხულო და საშემოდგომო „საიმპერატორი სამხატვრო აკადემიის და სხვა სკოლების მხატვართა ნამუშევრების პერიოდულ გამოფენებს“, რომელიც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცა და საზოგადოების ყურადღებას იზიდავდა. გალერეამ ქალაქის მმართველობის შენობაში 2 წელი იარსება. კოვალენკოს აქტიური მონაწილეობით ქალაქის საბჭომ განიხილა გალერეის ახალ შენობაში — ინჟინერ ბ. შარდანოვის სახლში განთავსების საკითხი და 1907 წელს შედგა გალერეის მეორედ გახსნა.

1924 წლიდან 1993 წლამდე მუზეუმი ატარებდა რსფსრ განათლების სახალხო კომისრის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელს. ფ. ა. კოვალენკოს სახელი მუზეუმს დაუბრუნდა 1993 წლის აპრილში.

მუზეუმი განთავსებულია ორ შენობაში: „ინჟინერ შარდანოვის სახლში“ (XIX საუკუნის მიწურულის არქიტექტურული ძეგლი, კრასნაიას ქ. №13) და „სახელმწიფო ბანკის ეკატერინოდარის ოფისში“ (XIX-XX საუკუნეების მიჯნის არქიტექტურული ძეგლი. კრასნაიას ქ. №15).

პირველი შენობა, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობაა, 1905 წელს აშენდა მისი მფლობელის, ადიღეელი თავადის ბატირბეკ შარდანოვის პროექტით, რომანტიზმის სტილში ეკლექტიკის ელემენტებით ეროვნული მოტივებით. შენობაში შემორჩენილია ჭერის გაფორმება: მავრიტანულ სტილში — მესაკუთრის ყოფილ კაბინეტში, ბაროკოს სტილში — დიდ დარბაზში. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები მორთულია ფერწერული ტილოებით, ფილიგრანული ჩუქურთმებით თაბაშირზე და რელიეფზე. 2020 წელს სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღადგინეს უნიკალური ალფრეიანული ნახატები და რელიეფური დეკორაციები.

მუზეუმის მეორე შენობა ნეოკლასიკურ სტილში აშენდა 1902-1904 წლებში ცნობილი ეკატერინოდარელი არქიტექტორის ივან მალგერბის პროექტით სახელმწიფო ბანკის ეკატერინოდარის ფილიალისთვის, რომელსაც იმ დროს არ გააჩნდა საკუთარი შენობა და ძალიან სჭირდებოდა სივრცის გაფართოება. ორსართულიანი შენობის მთავარი აღმოსავლეთის ფასადი ჰორიზონტალურად იყოფა სართულთაშორისი ლავგარდანით. შენობის შიდა მორთულობა გამოირჩევა მთავარი კიბის მარმარილოს საფეხურებით მოჭედილი მოაჯირის ელემენტებით, შეკრული ჭერით სადარბაზოში და წითელი მოზაიკით შესასვლელი კიბის ელემენტებში.

კოლექცია

რედაქტირება

ამჟამად მუზეუმის კოლექციაში 13000-მდე ექსპონატია. მათ შორის ყველაზე ძვირფასი კოლექციებია: რუსული ავანგარდი (85 ნივთი), იაპონური ფერადი ხის კვეთა (XVIII-XIX სს. — 190 ექსპონატი), XVI საუკუნის ნიდერლანდების ხელოვნება (50 ექსპონატი), აკადემიკოს ლ. ფ. ილიჩოვის კოლექცია. რუსული და საბჭოთა მხატვრობა (85 ნივთი), წიგნების კოლექცია ექსლიბრისით (XVIII-XX სს. — 2474 ექსპონატი)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краснодарский краевой художественный музей имени Ф. А. Коваленко. Классика русского авангарда. Каталог. — М.: ГТГ, 2001. — 32 с.
  • Гонтарь С. М. Русский авангард в Краснодаре. Произведения русского авангарда в собрании краевого художественного музея им. Ф. А. Коваленко. — Краснодар: Советская Кубань, 2001. — 108 с. — ISBN 5-7221-0388-8.
  • Кондратенко Т. Краснодарский краевой художественный музей имени Ф. А. Коваленко. — М.: Белый город, 2004. — 65 с. — ISBN 5-7793-0749-0.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება