კრამიტსამარხი
კრამიტსამარხი — კრამიტისაგან აგებული სამარხი, რომელიც გავრცელებული იყო ანტიკურ სამყაროში ძვ. წ. III საუკუნე — ახ. წ. III საუკუნეში. იშვიათად გვხვდება უფრო გვიანაც. დაკრძალვის ეს წესი ძველი საბერძნეთიდან მომდინარეობს. ძვ. წ. III საუკუნის კრამიტსამარხები გათხრილის იონიის კუნძულებზე. კრამიტსამარხში დაკრძალვის წესი ელინისტურ ხანამდე გავრცელდა მცირე აზიაში, ძვ. წ. I საუკუნის დასარულიდან კი — საქართველოშიც. I-III საუკუნეებში მცხეთასა და მის მიდამოებში კრამიტსამარხი სამარხთა ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპი იყო. კრამიტსამარხის ასაგებად იხმარებოდა ანტიკური ხანის მცხეთური კრამიტი (ბრტყელი და ღარისებრი, ხანდახან კეხის კრამიტიც). სახურავი ბანური ან ორფერდა ჰქონდა. განკუთვნილი იყო თითო მიცვალებულისათვის. გვხვდება წყვილის დაკრძალვის შემთხვევას. ძვ. წ. I საუკუნეში მიცვალებულს აწვენდნენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილს, შემდეგ კი — ზურგზე გაშოტილს, თავით დასავლეთისკენ. კრამიტსამარხების ინვენტარი მრავალფეროვანია (თიხის ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, ბეჭდები, საყურეები, მინისა და ქვის მძივებით და სხვა). გვხვდება განსაკუთრებით მდიდრული (მინისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, ოქროსთვლებიანი დიადემები, ბეჭდები, საყურეებიდა სხვა) და აგრეთვე მცირეინვენტარიანი სამარხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფაქიძე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, წგნ. 1, თბ., 1963;
- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 14.