კრაკენის ზღვა

ზღვა ტიტანზე

კრაკენის ზღვა — სითხის უდიდესი აუზი სატურნის თანამგზავრ ტიტანის ზედაპირზე. 2008 წელს აღმოაჩინა კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ; სახელი ეწოდა ნორვეგიული მითოლოგიის ზღვის მონსტრის, კრაკენის პატივსაცემად.[1]

კრაკენის ზღვა (ფერები არაზუსტია). რადიოლოკაციური სინთეზირების აპერტურის ფოტოგრაფია

აღწერარედაქტირება

კრაკენის ფართობი 400 000 კმ²-ია[2] და მიჩნეულია სითხის უდიდეს აუზად ტიტანის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში.[1] მაქსიმალური სიღრმე სავარაუდოდ 160 მეტრია, 1,5 სმ სიმაღლის თავთხელი კაპილარული ტალღები კი 0,7 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდება.[3] მისი, როგორც ნახშირწყალბადების (ძირითადად თხევადი მეთანი) ზღვის სტატუსი რადარული ფოტოგრაფიის გზით განისაზღვრა. სავარაუდოდ, კრაკენის ზღვა დედამიწის კასპიის ზღვაზე დიდია.

ზღვაში მდებარეობს კუნძული — მაიდა-ისნულა. შესაძლებელია, რომ კრაკენის ზღვა ჰიდროლოგიურად დაკავშირებული იყოს ტიტანის მეორე უდიდეს ზღვასთან — ლიგეიასთან.[4]

ერთ ადგილას, ზღვა დაახლოებით 17 კმ სიგანემდე ვიწროვდება და გიბრალტარის სრუტის ზომას იღებს; ამ ადგილს კრაკენის ხორხს უწოდებენ[5] და სავარაუდოდ, იქ მნიშვნელოვანი დინებებია.[6] ტიტანის ორბიტული ექსცენტრიულობა შესაძლოა განაპირობებდეს ზღვის 1-მეტრიან მოქცევებს 0,5 მ/წმ სიჩქარით, ასევე მორევებსაც.[4]

სამომავლოდ, NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი, სატურნის სისტემის მისიის ფარგლებში, კრაკენის ზღვაში დაგეგმილია ზონდის დასმა, რომელიც შეისწავლის მის შემადგენლობას, სიღრმესა და მრავალ სხვა მახასიათებელს.

გალერეარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Kraken Mare. Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS Astrogeology Science Center. ციტირების თარიღი: 2012-03-16.
  2. Titan's Northern Polar Clouds. NASA JPL (March 17, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-06. ციტირების თარიღი: 2016-01-23.
  3. Hand, Eric (December 16, 2014). „Spacecraft spots probable waves on Titan’s seas“. Science. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  4. 4.0 4.1 Lorenz, R. D. (2014). „The Throat of Kraken : Tidal Dissipation and Mixing Timescales in Titan’s Largest Sea“. 45th Lunar and Planetary Science Conference (2014). The Woodlands, Texas. pp. 1476. http://www.hou.usra.edu/meetings/lpsc2014/pdf/1476.pdf. წაკითხვის თარიღი: 2014-06-09.
  5. Seldon Fretum. USGS planetary nomenclature page. USGS. ციტირების თარიღი: 2015-05-23.
  6. Rincon, P.. (2014-03-18) 'Waves' detected on Titan moon’s lakes. BBC web site. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-31. ციტირების თარიღი: 2014-06-09.