კოჩა თოდუა
კოჩა თოდუა — სამეგრელოს 1857 გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. საჭილაო-სუჯუნის გლეხთა ლაშქრის წინამძღოლი. აჯანყების დამარცხების შემდეგ 1858 წელს 10 წლით გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, სადაც გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლემონჯავა დ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856-1857, თბ., 1957;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 689.