კოშიცეს პრივილეი
კოშიცეს პრივილეი (პოლ. Przywilej koszycki ან პოლ. przywilej generalny) — პოლონეთის მეფის ლაიოშ I დიდის (ლუი I, ლუდოვიკო უნგრელი) 1374 წლის 17 სექტემბრის სიგელი, რომელშიც წარმოდგენილი იყო შლიახტის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობდნენ მხოლოდ უმაღლესი რანგის სასულიერო და სამოქალაქო ფეოდალები. ამის სანაცვლოდ, ლუდვიგის ერთ-ერთი ქალიშვილი (კატერინა, მარია ან იადვიგა) უნდა ასულიყვნენ პოლონეთის ტახტზე მისი სიკვდილის შემდეგ.
კოშიცეს პრივილეგიები ხელმოწერილ იქნა შლიახტასთან მოლაპარაკებების შემდეგ კოშიცეს ყრილობაზე.
შლიახტამ მიიღო შემდეგი პრივილეგიები:
- ხარკისაგან განთავისუფლება, 2 გროშის გარდა ერთი ლანა მიწაზე და 4 გროშისა მონასტრის მფლობელობიდან;
- ციხე-სიმაგრეების მშენებლობისა და შეკეთების ვალდებულებისაგან განთავისუფლება, ომის დროის გარდა;
- თანამდებობები მხოლოდ პოლონელებს უნდა დაეკავებინათ;
- ომის დროს ბრძოლისათვის შლიახტა იღებდა ჯარისკაცის ხელფასს;
- ქალაქებისა და ხიდების მშენებლობის ვალდებულებებისაგან განთავისუფლება;
- მეფის კარის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან განთავისუფლება, მეფის იმ დროს როდესაც, მეფე ქვეყანაში მოგზაურობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კ.ე. ლივანცევი 1374 წლის კოშიცეს პრივილეი დაარქივებული 2006-06-22 საიტზე Wayback Machine. // ლენინგრადის უნივერსიტეტის მაცნე. — 1966. — № 23. — ფ. 128—133.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 7.