ჯენ ჩენგუნი

(გადამისამართდა გვერდიდან კოქსინგა)

ჯენ ჩენგუნი, კოქსინგა (დ. 1624 — გ. 1662) — ჩინელი მხედართმთავარი, ვაჭარი. 1646 წლიდან მონაწილეობდა მანჯურიული დინასტიის ცინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ამ დროისთვის თავისი ძალაუფლება თითქმის მთელ ჩინეთზე გაავრცელა. ჯენ ჩენგუნი გამაგრდა ზღვის სანაპიროზე ფუძიანის, გუანდუნის და ჯეძიანის პროვინციების რაიონში, მანჯურიელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვა, მაგრამ 1659 წელს დამარცხდა ნანკინთან. 1661-1662 წლებში კუნძულ ტაივანიდან განდევნა ჰოლანდიელი კოლონიზატორები და გადააქცია იგი ცინების წინააღმდეგ ბრძოლის ბაზად. ჯენ ჩენგუნის ვაჟი და შვილიშვილი განაგებდნენ ტაივანს 1683 წლამდე, სანამ კუნძულს ცინის ჯარები მიიტაცებდნენ.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება