კოფრჩხილა
კოფრჩხილა (ლათ. Falcaria) — მრავალ, ორ- ან ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.
კოფრჩხილა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Falcaria | ||||||||||
|
4-5 სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მხოლოდ 1 სახეობაა — ჩვეულებრივი კოფრჩხილა (Falcaria vulgaria). 20-60 სმ სიმაღლის ორწლოვანი ბალახია. გვხვდება მშრალ მდელოზე, ქვიან ფერდობზე, ტყის პირზე, ველზე, გზის პირზე.
ნათესების (ძირითადად საგაზაფხულო კულტურების) სარეველაა. იზრდება ყოფილ სსრკ მთელ ევროპულ ნაწილში, კავკასიასა (შუა სარტყლამდე) და შუა აზიაში. ნორჩ ფოთლებს ხარშავენ და საკაზმად ან მხალად იყენებენ, ამწნილებენ.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 702.